ხანძრების ჩაქრობაში ავიაციის ჩართვა საჭირო არ იყო - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო
ხანძრების ჩაქრობაში ავიაციის ჩართვა საჭირო არ იყო - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო

A+ A-

14:55 13/01/2021

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტყის ხანძრების ჩაქრობაში ავიაციის ჩართვის საჭიროება არ იყო. ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.

ე.წ. მინისტრმა, ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ აფხაზი მაშველები კავშირში იყვნენ რუს კოლეგებთან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ დახმარება აღმოეჩინათ.

„რუსი კოლეგები მზად იყვნენ მოეწოდებინათ ვერტმფრენი და თვითმფრინავი. ჩვენ მადლობას ვუხდით ასეთი მხარდაჭერისთვის”, - აღნიშნა კვიცინიამ.

კვიცინიას თქმით, აფხაზეთში ტყის ხანძრების საერთო ფართობმა სამი ათასი ჰექტარი შეადგინა.

„მე კმაყოფილი ვარ ჩემი თანამშრომლებით, მათ ყველაფერი გააკეთეს, არავინ იჯდა და წვიმას არავინ ელოდა. ბევრ თანამშრომელს რამდენიმე დღე არ ეძინა", - განაცხადა კვიცინიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ რეგიონში დეკემბრის შუა რიცხვებიდან 10 იანვრამდე ხანძრის რამდენიმე კერა იყო.