ნავთობის ფასები ბარელზე 52 დოლარს აჭარბებს, ელექტრომობილების წარმოებით, Apple, კვლავ ლიდერობს - მსოფლიო ბაზრების მიმოხილვა "ველსისგან"
ნავთობის ფასები ბარელზე 52 დოლარს აჭარბებს, ელექტრომობილების წარმოებით, Apple,  კვლავ ლიდერობს - მსოფლიო ბაზრების მიმოხილვა "ველსისგან"

A+ A-

17:16 13/01/2021

სამშაბათი, 2021 წლის 12 იანვარი

  1. რას უნდა ველოდოთ დღეს
  2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
  3. ვოლმარტი ახალ “ფინტეკ” პროექტს იწყებს
  4. NIO - ს აქციებზე ვაჭრობის მოცულობა მხოლოდ Apple - ს ჩამორჩება

რას უნდა ველოდოთ დღეს

ნავთობის ფასები ბარელზე 52 დოლარს აჭარბებს და კვლავ ზრდება, რისი მიზეზიც რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოების შემცირების შესახებ შეთანხმებებია. უფრო მაღალი ფასები ზრდის წილებს ნავთობპროდუქტების მწარმოებლებისა და გამბურღველებისა, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ყველაზე ძლიერი კაპიტალის მფლობელებს შორის ხვდებოდნენ. ენერგეტიკისა და ფინანსების სექტორები იზრდება, ვინაიდან საქონლის ფასები და გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები აწეულია.

სასაქონლო ფასების ცვლილებას სუპერმარკეტში უკანასკნელი სტუმრობის დროსაც შენიშნავდით. სიმინდის, სოიოსა და ხორბლის ფიუჩერსები ბოლო 6 წლის მაქსიმუმებს უახლოვდებიან. სუპერმარკეტი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილია რეალური ინფლაციის დასადგენად, თუმცა ნიშნებს იგი ბევრად უფრო მეტ ადგილას აჩენს.

გუშინდელი მთავარი ამბები

  • The Wall Street Journal-ის თანახმად, Steris-ის ფირმა (სათავო ოფისი - დუბლინი) მოლაპარაკებებს აწარმოებს კონკურენტ Cantel Medical-ის შესაძენად. არსებული ინფორმაციით, სასტერილიზაციო პროდუქტის ეს ორი მომწოდებელი მეტწილად საფონდო გარიგებას განიხილავენ. Steris-ის საბაზრო კაპიტალი დაახლოებით $17 მილიარდია, ხოლო Cantel-ისა - $3.5 მილიარდი.
  • IDC-ის მიხედვით, კომპიუტერის გლობალური გადაზიდვები 2020 წლის მე-4 კვარტალში შარშანდელთან შედარებით1%-ით გაიზარდა, შეადგინა რა 91.6 მლნ ერთეული. 2020 წლის სრული პერიოდის გათვალისწინებით, გადაზიდვები 13.1%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების თქმით, ბოლოს PC–ის ბაზარზე ამ მასშტაბის წლიური ზრდა 2010 წელს დაფიქსირდა, როდესაც მან 13.7%-ით მოიმატა. 2020 წლის საუკეთესო ხუთი კომპანის შორის Lenovo, HP, Dell Technologies, Apple და Acer Group მოხვდნენ.
  • დეკემბერში ამერიკულ მცირე ბიზნესთა ოპტიმიზმი ბოლო 7 თვის მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა. მიზეზი კოვიდ-ინფექციის რეკორდული გავრცელებაა. ამის შესაბამისად, მთავრობებმა აქტივობები შეზღუდეს. დამოუკიდებელი ბიზნესის ეროვნული ფედერაციის (NFIB) განწყობის ინდექსი5 ნიშნულით შემცირდა და 95.9-ს გაუტოლდა.
  • საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) თანახმად, გლობალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ნოემბერში კორონავირუსის მომძლავრების გამო შეფერხდა. ამ პერიოდში ინდუსტრიის მასშტაბით შემოსავალი (ერთეული - მგზავრი/კილომეტრზე (RPK)) ერთი წლის მანძილზე3%-ით შემცირდა (იხ. გრაფიკი ქვემოთ). ნოემბერში საჰაერო ტვირთებზე მოთხოვნამ იმატა, თუმცა, ვინაიდან სამგზავრო თვითმფრინავები აღარ ფუნქციონირებდა, ტვირთის განსათავსებელი სივრცეები შემცირდა და ტევადობა კვლავინდებურად შეზღუდული დარჩა.
  • ,,Walmart’’-ის საორგანიზაციო ჯგუფი ,,Ribbit Capital’’-თან ერთად ფინანსურ-ტექნოლოგიური ტიპის სტარტ-აფს ქმნის. ეს უკანასკნელი სარისკო კაპიტალის ინვესტიციას ეწევა. თავის დროზე იგი სავაჭრო ონლაინ-პლატფორმა ,,Robinhood’’-ს ლობირებდა, რომელმაც ბოლო 10 თვის მანძილზე არნახული პოპულარობა მოიპოვა. Walmart-ის ჯგუფს საკუთარ გეგმებზე დაწვრილებით არ უსაუბრია, თუმცა გვპირდებიან, რომ თავისი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის  უნიკალურ და ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებს შექმნიან.

შეძენილი და დატვირთული

ახალი სტარტაპის ძირითადი წილი Walmart-ს ეკუთვნის, მის ბორდს კი მთავარი ფინანსური დირექტორი ბრეტ ბიგსი და Walmart U.S.-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ფურნერი დააკომპლექტებენ. Walmart-მა განაცხადა, რომ საბჭოს წევრებად დამოუკიდებელი ინდუსტრიის ექსპერტებსაც დაასახელებს. ასევე, შესაძლოა მან სხვა ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიები შეისყიდოს ან მათ პარტნიორობა გაუწიოს. $400-მილიარდიან საბაზრო კაპიტალს სილიკონის ველზე მრავალი თვალი აპყრობს მტაცებლურ მზერას.

Walmart-ს მომხმარებლებისთვის უკვე აქვს გარკვეული ფინანსურ მომსახურების შეთავაზება, მაგ. ,,Walmart MoneyCard’’, წინასწარი გადახდის სადებეტო ბარათი, რომელზეც ფულის ჩარიცხვა და შემდეგ მისი გამოყენება მომხმარებელს ყიდვის დროს შეუძლია. ფინანსურ-ტექნოლოგიური სფეროსკენ გადადგმული ნაბიჯები, პოტენციური პარტნიორობა Robinhood-სა და Credit Karma-სთან (რომელსაც ასევე Ribbit Capital უჭერს მხარს) გზას უხსნის ისეთ სერვისებს, როგორიცაა საბანკო, საკრედიტო ბარათების, სადაზღვევო, ბროკერული, ფულის მენეჯმენტისა და სესხების მომსახურებები.

,,წლების განმავლობაში Walmart-ს მილიონობით მომხმარებელმა გამოუცხადა ნდობა, - მათი სურვილი იყო, რომ არამარტო დაცული ყოფილიყვნენ ზედმეტი ხარჯებისგან, არამედ ჩვენ მათი ფინანსური საჭიროებების განკარგვაში დავხმარებოდით’’, - ამბობს ფურნერი,  - ,,მათი მხრიდან ნათელია, რომ ჩვენგან ფინანსური მომსახურების კუთხით მეტს ითხოვენ.”

ელექტროტრანსფორმაცია

,,General Motors’’-ის (GM) კომპანია 1908 წლის 16 სექტემბერს, ფლინტში (მიჩიგანი) დაფუძნდა. ისტორიის მანძილზე მან ორი მსოფლიო ომი, დიდი დეპრესია, რეცესიები, მრავალი კონკურენციული ქიშპობა და ცვალებადი ბიზნეს-ციკლები გამოიარა. თუმცა უკანასკნელმა ტრიუმფმა შესაძლოა წინანდელებზე ლეგენდარული ისტორია შექმნას. მან საავტომობილო კომპანიაზე ინვესტორთა ხედვა შეცვალა, მომართა რა ყველა ისარი ელექტრონულ მომავალზე. სამშაბათს GM-ის აქციებმა მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია (მას შემდეგ, რაც გაკოტრებული ფირმა 2010 წელს კვლავ საქმეში ჩაება), როდესაც კომპანიამ გამოაცხადა, რომ 2025 წლისთვის 30 ელექტრომანქანის შესახებ შეთავაზებას წარადგენდა.

სამშაბათს, ვირტუალურად გამართულ ,,Consumer Electronics’’-ის შოუში, GM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი ბარამ ახალი კომერციული ელექტრომანქანა EV600 წარმოადგინა. აქვე მან ელექტრონულ თვითმართვად ავტოინდუსტრიაში $27-მილიარდიანი ინვესტიციის 4-წლიანი გეგმის შესახებ ისაუბრა. ბარამ ,,შენიშნა’’ აგრეთვე  ლეგენდარული ავტომწარმოებლის შეღწევა ,,პირად საჰაერო მიმოსვლაში", ანუ სხვაგვარად საფრენ მანქანებში, eVTOL-ებში, რომლებსაც ველოდით (ელექტრონუი შვეულმფრენები და სადესანტო თვითმფრინავები).

 

111 მილიონი აქცია

The Wall Street Journal-ის მიხედვით, სწორედ ამდენია NIO ADR-ის კაპიტალით ყოველდღიური ვაჭრობის საშუალო მოცულობა ამერიკულ ბაზრებზე. ეს ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებელს Apple-ის მერე ამ პერიოდის ყველაზე აქტიურ სავაჭრო კაპიტალად აქცევს.

თუ საინვესტიციო კუთხით სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელი არ ბრძანდებით, მაშინ გასაკვირი არც იქნება, თუ სახელი ,,NIO’’ მაშინვე არ გეცნოთ. თუმცა აღნიშვნას იმსახურებს ფაქტი, რომ $98-მილიარდიანი კაპიტალის მქონე ფირმა (რომელსაც ზურგს ,,Tencent’’-ის ჩინური ორგანიზაცია უმაგრებს) ლამის მეტად ფასობს, ვიდრე ერთად აღებული ,,Ford’’-ისა და ,,General Motors’’-ის აქციები. 2020 წელს მისი ღირებულება 1000%-ით გაიზარდა, წელს კი, დღევანდელ დღემდე უკვე 30%-იან ნამატს აფიქსირებს. ორშაბათის სავაჭრო სესიის დახურვისას მან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. განწყობებს ახალგამოშვებული მდიდრული სედანი ET7 აღვივებს. მას მძლავრი (150 კვტ/სთ) ბატარეის კოლოფი აქვს, რომელიც ,,Tesla’’-სთან შედარებით უფრო დიდ გამავლობას უზრუნველყოფს. ასევე, კომპანიის განცხადებით, 2020 წელს მანქანების მიწოდებამ ჯამში 43 728 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 112.6%-ით აღემატება.  

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ,,Tesla’’ ამჟამად ოპტიმიზმის ეიფორიულ ტალღას მიჰყვება, რომელიც ელექტრომობილების, თვითმართვადობისა და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის თემებმა გამოიწვია. თუმცა მას კვალში სხვა კომპანიებიც უდგანან. ცალკეული ინვესტორები ფსონს ფსონზე დებენ ისეთ სექტორებში, როგორებიცააა ავტოინდუსტრია, საწვავი (მაგ. Plug Power-მა 59%-ით მოიმატა), დასატენი მოწყობილობები და ა.შ. ,,NIO’’-მ ორშაბათს გამოაცხადა, რომ 2026 და 2027 წლის მთავარ კონვერტირებად აქციებს $1.3 მილიარდად ყიდის.

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები