5 მეანი, 3 ანესთეზიოლოგი, 4 ქირურგი, 4 პედიატრი... - მეგან მარკლიმ 19 მედიკოსი დაიქირავა
5 მეანი, 3 ანესთეზიოლოგი, 4 ქირურგი, 4 პედიატრი... - მეგან მარკლიმ 19 მედიკოსი დაიქირავა

A+ A-

169

14:51 30/10/2018

პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი პირველი შვილის დაბადებამდე, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თავის ჯანმრთელობას. ამის გამო მან 19 მედიკოსისგან შემდგარი ჯგუფი დაიქირავა. ექიმები 37 წლის ჰერცოგინიასა და მუცლად მყოფი ბავშვის ჯანმრთელობაზე 24-საათიან რეჟიმში მანამდე იზრუნებენ, სანამ პატარა არ დაიბადება. ამ პერიოდში მათ მკაცრად ეკრძალებათ ალკოჰოლური სასმელების მიღება.

მედიკოსების ჯგუფში  ხუთი მეანი, სამი ანესთეზიოლოგი, ოთხი ქირურგი, სპეციალური სამსახურის ბავშვთა განყოფილების ორი თანამშრომელი, ოთხი პედიატრი, ერთი ლაბორანტი და მენეჯერები შედიან. ექიმებმა ასევე ორსული მეგან მარკლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუთქმელობის პირობას ხელი მოაწერეს.

ცნობილია, რომ პრინცი ჰარის მეუღლე ლონდონში, ლინდო უინგის სამშობიაროში იმშობიარებს. მის პალატასთან მუდმივად იქნება ოთხი ექიმი, ხოლო დანარჩენები აუცილებლობის შემთხვევაში გამოცხადდებიან.