ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, არსებობს ოპოზიციური კრიზისი - დავითულიანი
ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, არსებობს ოპოზიციური კრიზისი - დავითულიანი

A+ A-

14:09 14/01/2021

"ქართული ოცნება" პარლამენტში  "გირჩსა" და "მოქალაქეებს" სიამოვნებით დაელოდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ არსებობს და მხოლოდ ადგილი აქვს ოპოზიციურ კრიზისს.

დავითულიანი ამბობს, რომ ოპოზიცია "გონს უნდა მოეგოს" და საკანონმდებლო ორგანოში უნდა შევიდნენ. 

"სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიას და „გირჩსაც“ პარლამენტში. ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, არსებობს პარტიული კრიზისი და ოპოზიციური კრიზისი. თუ დავუკვირდებით, ამ თვალსაზრისით ეს კრიზისი პირველ რიგში ოპოზიციას აზიანებს, ამიტომ, სჯობს, რომ დროზე მოეგონ გონს, გადადგან ნაბიჯი, რომელიც წაადგება ქვეყანას, დემოკრატიულ განვითარებას და შემოვიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა დავითულიანმა.