რატომ ტოვებს ნინო ბურჯანაძის პარტიას გიგლა ბარამიძე? - ოპოზიციაში პარტიული ლიდერების "გადაფრენის“ სეზონი "გახურდა"
რატომ ტოვებს ნინო ბურჯანაძის პარტიას გიგლა ბარამიძე?  - ოპოზიციაში პარტიული ლიდერების "გადაფრენის“ სეზონი "გახურდა"

A+ A-

16:03 14/01/2021

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია რჩება მისი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე. გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად. ნინო ბურჯანაძისერთიანი საქართველო - დემოკრატიულ მოძრაობასტოვებს პარტიის გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე.

ბარამიძემ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სოციალური ქსელით ამცნო საზოგადოებას.

“ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ძველით ახალ წელს. ამავე დროს, მსურს, გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა. მე დავტოვე პარტია " ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა " და გენერალური მდივნის თანამდებობა . მადლობა ჩემს კოლეგებს . ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის.....”,  - მხოლოდ ამ განცხადებას ჯერდება ბარამიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ და სატელეფონო ზარებს  არ პასუხობს.

 

ზარებს არ პასუხობენ პარტიის ისტებლიშმენტსა და პრესსამსახურშიც, როგორც ჩანს, ჯერ ამ საკითხზე კომენტარის გასაკეთებლად, ნინო ბურჯანაძის "ერთიან საქართველოში" მზად არ არიან.

სხვათაშორის, „2020NEWS“ უკვე წერდა, რომ 2021 წელი პარტიული ლიდერებისგადაფრენა-გადმოფრენისწელი იქნებოდა და ქართული საზოგადოება ოპოზიციაში სხვა პოლიტიკურ რეალობას მიიღებდა.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც გასულ წელს „გირჩი“ მისმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ დატოვა, ხოლო „ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარიამ,  ახალ წელს პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილის წასვლის შემდეგ, პარტია „ლელო“ დატოვა პოლიტსაბჭოს  ერთ-ერთმა წევრმა, დავით უსუფაშვილის კადრმა, გიორგი კანაშვილმა, რომელმაც არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა  და ახლა „წამსვლელების“ რიგში ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგლა ბარამიძე ჩადგა.

პარტიულიგაადაფრენებისახეზეა. უახლოეს დღეებში გაირკვევა, რატომ დატოვა ძველ თანამებრძოლ ნინო ბურჯანაძეს გიგლა ბარამიძემ, მაგრამ პარტიული გადაადგილებების პროცესი რომ კვლავ გაგრძელდება, ამას წლის დასაწყისის დინამიკაც აშკარად აჩვენებს.

თუმცა, სად მიდიან პარტიებიდან გასულები? - ეს არის მთავარი  კითხვა დღეს

ბარამიძესთან დაკავშირებით კი, პოლიტიკურ კულუარებში უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ ივანიშვილის ორბიტაზე ახალი ოპოზიციური ძალა გაჩნდება, დიდი ალბათობით, მას იქ ვიხილავთ.

ვნახოთ, რა მოხდება, ფაქტია, 2021 წელიც არანაკლებ სიურპრიზებს გვპირდება, ვიდრე 2020 წელმა მოგვიწყო.

რუსა მუმლაძე