რომის პაპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა
რომის პაპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

A+ A-

16:14 14/01/2021

რომის პაპმა, ფრანცისკემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინაცია ასევე ჩაუტარდა ყოფილ პაპს, ბენედიქტეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ვატიკანის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

84 წლის ფრანცისკეს და 93 წლის ყოფილ პანტიფიკოსს აცრები გაუკეთდათ ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ვატიკანში 13 იანვარს დაიწყო.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, 84 წლის ფრანცისკეს ერთი ფილტვის ნაწილი მოკვეთილი აქვს, ამიტომ კორონავირუსს შეუძლია, მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

პამდემიის პერიოდში ვატიკანში კორონავირუსის 27 შემთხვევა აღრიცხეს.