ვიდრე ტრამპის იმპიჩმენტის მომლოდინეთა მზერა კაპიტოლიუმისკენაა მიპყრობილი, აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა - "ველსი"
ვიდრე ტრამპის იმპიჩმენტის მომლოდინეთა მზერა კაპიტოლიუმისკენაა მიპყრობილი, აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა - "ველსი"

A+ A-

17:13 14/01/2021

ოთხშაბათი, 13 იანვარი, 2021

  1. რას უნდა ველოდოთ დღეს
  2. გასული სავაჭრო დღის მთავარი ამბები
  3. რიგი ე.წ. “პენი სტოკების” აქციის ფასები მკაფიოდ იზრდება

 

ზოგადი მიმოხილვა

ოთხშაბათს ამერიკული კაპიტალის ბაზარზე სავაჭრო სესია ,,პოზიტიურ ზონაში’’, მრავალი კატალიზატორის გარეშე წარიმართა, სესიის ბოლოს კი აქტივობის ჰორიზონტალურ მრუდზე გადავიდა. ბაზრებზე ტექნოლოგიურმა აქციებმა ილიდერა: Nasdaq-ის ტექინდექსმა ,,Intel’’-ის აქციების 7%-იანი ზრდა დააფიქსირა. ამასობაში, ამ უკანასკნელმა თავისი აღმასრულებელი დირექტორი მოულოდნელად შეცვალა. ნავთობის აქციებმა თავიანთ ბოლოდროინდელ მოგებებზე უარი თქვეს, რადგან ნედლი ნავთობის ფასებმა ბოლო მაქსიმუმების შემდეგ ვარდნა განიცადა. ბიტკოინის ფასებმა, პირიქით, უკანასკნელი გაუფასურების შემდეგ, 01:00-სთვის (თბილისის დროით) 7%-იანი მატება დააფიქსირა.

კაპიტოლიუმის ბორცვისკენ ახლა იმპიჩმენტზე კენჭისყრის მომლოდინე მრავალი მზერაა მიპყრობილი. ამასობაში, აშშ-ის სახაზინო ბიუჯეტის დეფიციტის უახლესი ანგარიში ბევრს შეგნებულად თუ შეუგნებლად გამორჩა. ამ უკანასკნელმა საბიუჯეტო წლის პირველ სამ თვეში 60.7%-ით მოიმატა, მიაღწია რა რეკორდულ $572.9 მილიარდს. ფედერალური ხარჯები 18%-ით გაიზარდა და $1.4 ტრილიონამდე ავიდა, რაც ძირითადად ავტომატური უსაფრთხოების ქსელზე (უმუშევრობისა და კვების შეღავათები, ჯანდაცვა) გამოყოფილმა თანხებმა განაპირობა.

პოლიტიკურმა გაურკვევლობამ ბრიტანეთში ინვესტორები ადგილობრივ ბაზრებზე ფულის დაბანდებებისგან ვერ დააყოვნა. ,,ბრექსითთან’’ დაკავშირებული პერიპეტიების მიუხედავად, ლონდონურმა FTSE 100-ის ინდექსმა 2021 წელს ერთ-ერთი საუკეთესო პერფომანსი გვიჩვენა, ინგლისის სააქციო ბაზრები კი გასული თვის ყველაზე ძლიერ მოთამაშეებს შორის მოგვევლინნენ.

გუშინდელი დღის აქცენტები

  • Google-ის YouTube ბოლო ონლაინ-პლატფორმაა, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანგარიში დაბლოკა. YouTube-მა სამშაბათს საღამოს განაცხადა, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მიერ ატვირთული მასალა არღვევს საიტის პოლიტიკას. ტრამპს ავტომატურად შეეზღუდა მისით სარგებლობა მინიმუმ შვიდი დღის განმავლობაში და ასევე გაეთიშა კომენტარების განყოფილებაში წერის ფუნქცია.
  • აწ არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფასიანი ქაღალდებისა და გაცვლის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ობამას ადმინისტრაციის დროინდელი ფინანსური რეგულაციების მესვეურს, გარი გენსლერს დანიშნავს. გენსლერი არის Goldman Sachs-ის ყოფილი პარტნიორი და სასაქონლე ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის ხელმძღვანელი, სადაც 2008-09 წლების ფინანსური კრიზისის იგი დერივატებით ვაჭრობას კურირებდა.
  • Target-მა აღნიშნა, რომ ნოემბერსა და დეკემბერში ანალოგიური გაყიდვები2%-ით გაიზარდა, ვინაიდან მომხმარებლები როგორც ინტერნეტის გზით, ისე მაღაზიებში ყიდულობდნენ და წინა სადღესასწაულო სეზონთან შედარებით თითოეულ შენაძენზე უფრო მეტი თანხა დახარჯეს. კომპანიის განცხადებით, Target-ის მაღაზიებსა და მის ვებგვერდზე გაერთიანებული ტრანზაქციების რიცხვმა 4.3%-ით მოიმატა, საშუალო ბილეთების ფასმა კი - 12.3%.
  • Visa-მ ,,სილიკონის ველის’’ დაპატრონების $5.3-მილიარდიანი პროექტს, სახელად ,,Plaid’’-ს წერტილი დაუსვა, ვინაიდან აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მასზე სასამართლოში საქმე აღძრა. სარჩელის მოტივი ის არის, რომ Visa-ს გარიგება საგადასახადო ინდუსტრიაში კონკურენციას ზღუდავს. ,,Plaid's API’’ პროგრამა ფინანსურ-ტექნოლოგიურ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, მომხმარებლების საბანკო ანგარიშებს დაუკავშირდნენ. კომპანია აცხადებს, რომ000-ზე მეტ ბანკთან არის ინტეგრირებული.
  • Apple-თან აფილირებულმა კომპანია Foxconn-მა და ჩინურმა ავტომწარმოებელმა Geely-მ ერთობლივ წამოწყებას ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც გლობალური ავტოინდუსტრიის სექტორზე ქარხნული წარმოებისა და მომსახურების მიყიდვას მოიაზრებს. გარიგება, რომელიც ოფიციალურად ოთხშაბათს გამოქვეყნდა, Foxconn-ის ამ სფეროში გაფართოებასა და ტექნოლოგიურ კომპანიებთან Geely-ს პარტნიორობის სურვილს აერთიანებს.
  • მას შემდეგ, რაც General Motors-მა (GM) მსოფლიოს ახალი ელექტრომობილის მოდელი გააცნო და მფრინავ მანქანებთან დაკავშირებულ მომავლის გეგმებზე ისაუბრა, მისმა აქციებმა სამშაბათს დღიური ვაჭრობის რეკორდულ მაჩვენებლამდე აიწია. აღმასრულებელმა დირექტორმა მერი ბარამ გადაკვრით მიანიშნა ლეგენდარული ავტომწარმოებლის ,,პირად საჰაერო მიმოსვლაში” შეღწევაზე, ანუ ნანატრ eVTOL-ებზე (ელექტრონული შვეულმფრენები და სადესანტო თვითმფრინავები). ბრენდი? რა თქმა უნდა, კადილაკი.

,,პენის აქციები’’ ასპარეზზე გამოდის

უახლესი ნიშანი იმისა, რომ საცალო მოვაჭრეები ბირჟას სწრაფი მოგების სანახავად ესევიან: ისინი ექვსამდე ,,პენის აქციაზე’’ (აქციები, რომელიც $1 დოლარზე ნაკლებად იყიდება) ვაჭრობენ, რამაც ორშაბათს აშშ-ის მთავარ ბირჟებზე მთლიანი მოცულობის თითქმის მეხუთედი მოიცვა. Themis Trading-ის გამოთვლით, სავაჭრო ბრუნვაში 2.6 მილიარდი აქცია მოექცა, რომლებიც შემდეგი ბრენდებში ერთიანდება: Zomedica, Sundial Growers, Naked Brand, Castor Maritime და Acasti Pharma. ჯამურად, ეს ამერიკული საფონდო ბაზრის აქტივობის 18%-ია.

იაფი აქციები = დიდი ანაზღაურება 2021-ში

2020 წელს სავაჭრო ონლაინ-აპლიკაციების პოპულარობის ზრდამ (როგორიცაა, მაგალითად, ,,Robinhood’’) და საფონდო ბაზრის ციებ-ცხელებამ სწრაფი მოგების მაძიებელი მილიონობით ახალი მოვაჭრე მოიზიდა. უმეტესობამ მას მიაგნო კიდეც. Bloomerg-ის თანახმად, წელს ,,Russell 3000’’-ის აქციებმა (თითო მათგანი $2-ზე ნაკლებადაა შეფასებული), საშუალოდ, უკვე 13%-ით მოიმატა. $5-ზე ნაკლებად შეფასებული აქციები 10%-იან ზრდას აფიქსირებენ. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე $100-ზე ძვირად შეფასებულ აქციათა ჯამური მოგება.

თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ გაგრძელდება, ,,პენის აქციები’’ ახალი ინვესტორებსა თუ მოვაჭრეების ასპარეზად ვერ გამოდგება მათი უმდგრადი, ერთობ არაპროგნოზირებადი და საშიში ხასიათის გამო. მათთან მოპყრობა რისკის მენეჯმენტის უბადლოდ ცოდნას საჭიროებას.

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

12. ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი

13. კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

14. FDA-მ Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა - გლობალური ეკონომიკის ცხელი მიმოხილვა "ველსისგან"

15. ამერიკელი ინვესტორები ე.წ. "ოთხმაგი ჯადოქრობისთვის" ემზადებიან, ტრამპს "შავ სიაში" ახალი ჩინური კომპანიები შეყავს - "ველსის ამბები"

16. "COVID-19"-ის ეპიდემიის მომძლავრების გამო, "Apple"-მა 53-მდე მაღაზია დახურა - მსოფლიო ბაზრების რყევების მიმოხილვა "ველსისგან" 

 
 
 
 
 
 

 

 

 

 

მსგავსი თემები