საქართველოს მოქალაქე არაა, მაგრამ არ წავა პოლიტიკიდან - უდუმაშვილი სააკაშვილზე
საქართველოს მოქალაქე არაა, მაგრამ არ წავა პოლიტიკიდან - უდუმაშვილი სააკაშვილზე

A+ A-

19:00 14/01/2021

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გაიქცა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი იძულებული  გახდა, გაქცეულიყო, ამიტომ მთავარი ოპოზიციური ძალის დე ფაქტო მმართველი პოლიტიკიდან არ წავა. ასე მიიჩნევსნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერ ზაალ უდუმაშვილი.

მეტიც, როგორც მან „2020NEWS“-ს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის დაკნინებით, რომ  ექსპრეზიდენტიც უნდა წავიდეს დიდი პოლიტიკიდან, ამით  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ცდილობს, საკუთარი რეიტინგი აიმაღლოს, რაც ღიმილის მომგვრელია.

„გიორგი ვაშაძის განცხადება არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია. თუ „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, ის გაექცა პასუხისმგებლობას, და თავისივე შექმნილ მახინჯურ პოლიტიკას.

ხოლო რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ყოველთვის აქტიურადაა ჩართული საქართველოს პოლიტიკურ საკითხებში.

იგი იძულებული გახდა წასულიყო ქვეყნიდან და სხვა ქვეყანაში მოეთხოვა პოლიტდევნილის სტატუსი, რადგან ამ მახინჯურმა პოლიტიკამ მის თავისუფლებასა და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა“, - აცხადებს უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, თუ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წავა პოლიტიკიდან, საქართველო ახალ, რაციონალურ პოლიტიკურ პლატფორმაზე გადავა და ახალი თაობის პოლიტიკოსებს უფრო მეტი არეალი ექნებათ მოქმედებისთვის.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილზე ორპოლუსიანი სწორება უნდა დასრულდეს.

სალომე კაპანაძე