მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მოლაპარაკება დაიწყო - რა ხდება სოფელ ბუკნარში?
მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მოლაპარაკება დაიწყო - რა ხდება სოფელ ბუკნარში?

A+ A-

15:31 15/01/2021

სოფელ ბუკრანში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დიდი დაპირისპირების შემდეგ მოლაპარაკება მიმდინარეობს საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადენელთა მონაწილეობით.

ადგილზე ასევე, მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.

ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყებოდა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ბესო ქათამაძეს შორისაც დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციამ ენმ-ს წევრი სიტუაციას გაარიდა და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა,“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე არ დაუკავებიათ და ის ახლა პოლიციაში სიტუაციის გარკვევის მიზნით იმყოფება.

მისივე თქმით, ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების შედეგად არავინ არ არის დაკავებული.

"ბესო ქათამაძე დაკავებული არ არის. ტერიტორიიდან გავიყვენეთ და არის პოლიციაში, სიტუაციის გარკვევის მიზნით. საპოლიციო ძალები წარმოდგენილი იყო გუშინაც და მიმდინარე დღეებშიც, რამე განსაკუთრებულს არ ველოდებით. აღნიშნულ სოფელში თუ რაიმე სახის გაურკვევლობა და რაიმე ინციდენტი მოხდა, ეს თითქმის ამოწურულია“, - განაცხადა ანანიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა ბუკრანში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირებას და განაცხადა, რომ ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები მუსლიმებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 12 იანვარს, სოფელ ბუკნარის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა მამაკაცმა თავის არეში ქვით მიაყენა დაზიანებები 2 თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. თემებს შორის მას შემდეგ წარმოიშვა, რაც სოფელში გავრცელდა ხმები მინარეთის შესაძლო მშენებლობის შესახებ.

მარიამ მაჭარაშვილი