საჯარო თუ კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
საჯარო თუ კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ

A+ A-

16:07 15/01/2021

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობისადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სსსილქნეტთან“, შპსმაგთიკომთანდა შპსვიონი საქართველოსთან“ (ბრენდიბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტპაკეტის შეღავათიან ტარიფს მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ.

ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტრესურსების მოსაძიებლად.

პროგრამით სარგებლობისთვის მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახისწევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე http://mobile.emis.ge , მოსწავლის ან მასწავლებლისპირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთშეღავათიანი პაკეტის გააქტიურება. „დისტანციური სწავლებისინტერნეტპაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტობისა და ხელმისაწვდომობისმიზნით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები აღიარებულ იქნა საერთაშორისოდონეზე:

კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომმაღალი შეფასება მისცა covid-19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად განხორციელებულ ღონისძიებებს და რეკომენდაცია გაუწია სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს,  უფრო მეტი გაეგოთ საქართველოს მიდგომების შესახებ.

განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად საქართველოს მთავრობის მიერგატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა აგრეთვე გაეროს ბავშვთა ფონდისსაქართველოს წარმომადგენლობამ (UNICEF).

OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა, COVID-19-ის კრიზისის პირობებშიგანათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვისთვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა.

პანდემიის დაწყებისთანავე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა დასპორტის სამინისტრომ სკოლებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმაშესთავაზა, მათ შორის, ტელესკოლა, Microsoft Teams, FeedcEdu,”-წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.