სასწავლო პროცესი განახლდა - რომელ ქალაქებში დაიწყო დისტანციური სწავლება?
სასწავლო პროცესი განახლდა - რომელ ქალაქებში დაიწყო დისტანციური სწავლება?

A+ A-

09:06 18/01/2021

საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დღეიდან კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდა.

განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დღეს, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყო შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.