ზუგდიდში სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ
ზუგდიდში სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

A+ A-

09:45 18/01/2021

ზუგდიდში მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულ 22 წლის მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. 

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა და მიიმალა.

ზუგდიდში მოკლულის ცხედარი უკვე გადაასვენეს, პარალელურად, ამავე კორპუსში, მეზობლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.