ჯო ბაიდენის გეგმები და რას უნდა ველოდოთ მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე კვირაში - "ველსის" ამბები
ჯო ბაიდენის გეგმები და რას უნდა ველოდოთ მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე კვირაში - "ველსის" ამბები

A+ A-

18:00 18/01/2021

პარასკევი, 2021 წლის 15 იანვარი

  1. მარტინ ლუთერ კინგის დღესთან დაკავშირებით აშშ-ს საფონდო ბაზარი ისვენებს
  2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
  3. ბაიდენის გეგმები
  4. რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირაში

ღირებულებითი და ციკლური სექტორის აქციები თავიანთ ლიდერობას განიმტკიცებენ. ზოგიერთი მსხვილი ტექნოლოგიური აქცია და $1 მილიარდზე მეტად შეფასებული ,,უნიკორნები’’ IPO-ს ბაზრის თავზე დროდადრო კომეტის მსგავსად გადაივლიან (როგორც ამ კვირაშია მოსალოდნელი). ანალოგიურად, ,,დარჩი სახლში’’-ს საკვირველი აქციები თავიანთი ცვალებადი ფასებით საერთო სურათში რაღაც შესწორებებს შეიტანენ. თუმცა სულ უფრო მოსალოდნელი ხდება, რომ ციკლური ნივთიერებები, ენერგიისა და სამომხმარებლო დისკრეციული აქციების მსგავსად, რაღაც პერიოდით ილიდერებენ. ამან შესაძლოა ბაზრის მაქსიმალური მაჩვენებლები დროებით ჩამოსწიოს. 

სხვაობა რამდენიმე კვირის განმავლობაში იკვეთებოდა, განსაკუთრებით ზოგიერთ მსხვილ ETF-ში.

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

  • ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2 მილიონამდეა ასული (აქედან ყველაზე მეტი - აშშ, ბრაზილიასა და ინდოეთშია დაფიქსირებული), თავად ინფექციური შემთხვევების რიცხვი კი 93 მილიონს აჭარბებს. OurWorldinData-ს მონაცემებს თუ დავუჯერებთ, ყოველ 100 ადამიანზე ჯერჯერობით ვაქცინის5 დოზა მოდის.
  • JPMorgan Chase-მა, უდიდესი აქტივების მქონე ამერიკულმა ბანკმა, მეოთხე კვარტალში მოგებასა და შემოსავალზე გაცემულ ავანსებს გადააჭარბა. ბანკმა საკუთარი საკრედიტო რეზერვებიდან $2,9 მილიარდი გამოყო. სარგებლის გაზრდაში თავისი წვლილი ვაქცინასა და ეკონომიკურ სტიმულებზე დადებითმა სიახლეებმა შეიტანა.
  • ნოემბერში ბრიტანეთის ლოქდაუნში მოქცევას მისი ეკონომიკის 2,6%-ით შემცირება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ აპრილის შემდეგ ეს მშპ-ს ვარდნის პირველი შემთხვევაა, რეალური მონაცემი მაინც ბევრად უმჯობესია ანალიტიკოსთა მიერ ნავარაუდევ 5,7%-თან შედარებით. ნოემბრის თვის მშპ 8,5%-ით ჩამოუვარდებოდა 2020 წლის თებერვლის მაჩვენებელს, რომლის სხვაობა 2020 წლის ოქტომბრის მშპ-სთან 6,1%-ს უტოლდებოდა.
  • ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინელ სამხედროებთან კავშირში მყოფი კიდევ ცხრა ჩინური კომპანია დაასახელა. მსგავს ბრალდებათა გამო ამერიკელ ინვესტორებს ნოემბრის მერე რიგ ჩინურ ფირმებთან საქმიანი ურთიერთობა აკრძალული ჰქონდათ. ახალ კანდიდატებს შორიან არიან სმარტფონების მწარმოებელი Xiaomi (აქციები ჰონგ კონგში უკვე 10%-ით დაეცა) და სიდიდით მესამე ჩინური ნავთობკომპანია China National Offshore Oil (მიზეზი სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო ტერიტორიულ წყლებში საქმიანობაა).
  • Samsung-მა 5G შესაძლებლობების მქონე ბოლო ,,Galaxy S21’’-ის წამყვანი სერია წარადგინა. ღონისძიებაში მონაწილეობა მეგაპოპულარულმა K-Pop ჯგუფმა ,,BTS’’-მა მიიღო. სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტი წარმოებაში ასევე ახალ პრემიუმ-ტიპის ყურსასმენებს, სახელწოდებით Galaxy Buds Pro.-ს უშვებს.
  • Nielsen-ისგან ცნობილი ხდება, რომ პანდემიის დროს ამერიკელებს ყველაზე ხშირად Netflix-ისა და Disney-ს სტრიმინგ-ვიდეოები უნახავთ. 2020 წლის ტოპ-10 ფილმიდან (ნახვის წუთების მიხედვით) რვა საბავშვო კატეგორიისა იყო, რომლის უმეტესობა, ცხადია, Disney-ს ეკუთვნოდა. ყველაზე პოპულარული საავტორო სერიალები, გარდა ,,Mandalorian’’-ისა, Netflix-ის ეგიდითაა გადაღებული. ,,Baby Yoda’’-ს შოუმ კი, Disney-ს სახელი საერთოდ პირველად მოაქცია ყოველკვირეული სტრიმინგის რეიტინგის სათავეში.

აწ უკვე არჩეულმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სტიმულირების $1,9-ტრილიონიანი პროგრამა ოფიციალურად გამოაცხადა. ,,ეკონომიკა არსებით ტკივილს განიცდის... ამ ტკივილს ვერ შეამჩნევთ, თუ უოლ-სტრიტზე მიმდინარე ამბებით იხელმძღვანელებთ”, - განაცხადა მან უილმინგტონში (დელავერი) გამოსვლისას. აქვე იგი საუბრობდა იმაზე, რასაც ბევრი ეკონომისტი ,,K-ფორმის აღდგენად’’ იხსენიებს. ,,უმდიდრესი 1%-ის ქონება გასული წლის ბოლოდან დღემდე დაახლოებით 1,5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რაც ოთხჯერ მეტია 50%-იანი ქვედა ფენის მიერ დაგროვებულ თანხასთან შედარებით’’, განაცხადა ბაიდენმა.

ვირუსის ალაგმვაში სახსრების ჩადება და სოციალურად შეჭირვებული, ზღვარზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების დაცვა ამერიკის სამაშველო გეგმის (American Rescue Plan) მთავარი მიზნებია. ბაიდენი ადმინისტრაციის პირველი 100 დღის განმავლობაში სკოლების თავიდან გახსნასა და ვაქცინის 100 მილიონი დოზის განკარგვას გეგმავს. უახლოეს დღეებში ეკონომიკური აღდგენის ცალკეული გეგმა გახდება ცნობილი, რომელიც უშუალოდ კორონავირუსს არ ეხება. პრეზიდენტად არჩეული დემოკრატი კანდიდატის თქმით, ის ,,მილიონობით დამატებით, კარგად ანაზღაურებად სამუშაო ადგილსა კლიმატის კრიზისთან გამკლავებას მოიცავს”.

მიუხედავად იმისა, რომ პალატასა და სენატს დემოკრატები უმრავლესობით აკონტროლებენ, განსხვავება თანაფარდობაში მაინც მცირეა. გამომდინარე აქედან, ამ უზარმაზარი კანონპროექტს მისაღებად კვლავ ბეწვის ხიდზე გავლა უწევს. Goldman Sachs-ის თქმით, დემოკრატები შეთავაზების ყველა ,,კალათის’’ მიღებას არ ელიან, თუმცა დამატებით მოკლევადიან ფინანსურ ზომებს $750 მილიარდიდან (მშპ-ს 3.4%) $1.1 ტრილიონამდე (მშპ-ს 5%) ზრდიან.

სამაშველო გეგმაში გადასახადის გაზრდაზე საუბარი არ არის. თუმცა, ინვესტორები  ამას გარკვეული ხნის მერე ელოდებიან, რაც მეტი სესხის აღებას მოასწავებს. ბაიდენმა პანდემიის დროს დეფიციტის პრობლემის წინააღმდეგ შეურიგებელი პოზიცია დაიკავა, რითაც მის პარტიაში მყოფი პროგრესივისტებისგან, როგორიცაა მაგალითად ბერნი სანდერსი, ქების სიტყვები დაიმსახურა.

ამერიკული სამაშველო გეგმის ძირითადი ელემენტები:

  • პირდაპირი დახმარება ($1 ტრილიონი): $1,400-იანი სუბსიდია თითო ადამიანს ($600 - საწყის ეტაპზე); გადაუდებელი უმუშევრობის დაზღვევისა და გამოსახლების მორატორიუმების გახანგრძლივება 2021 წლის ოქტომბრამდე და მისი კვირაში $400-მდე გაზრდა; $25 მილიარდი - ქირის შემწეობაში; $5 მილიარდი - კომუნალური ხარჯების დასაფარად;  $5 მილიარდი - უსახლკაროთა გადაუდებელ დახმარებაში. კალათა ასევე ბავშვზე ზრუნვისა და კვების პროგრამის დაფინანსებას მოიცავს. ბავშვზე ზრუნვის საგადასახადო კრედიტი ერთი წლით ხანგრძლივდება.

 აღსანიშნავია, რომ ბაიდენი კონგრესს მყისიერი ეკონომიკური ზომების მიღებას სთხოვს, რათა საკანონმდებლო პროცესების დროში გაწელვა მოსახლეობას ტვირთად არ დააწვეს.

  • საყოველთაო ჯანდაცვა და სკოლები ($400 მილიარდი): ეროვნული ვაქცინაციის პროგრამა - $20 მილიარდი;  ტესტირების მაჩვენებლის ,,მასობრივი’’ გაზრდა, 100,000-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკის დაქირავება -  $50 მილიარდი;  ე.წ. ,,უბედურ შემთხვევათა ფონდი’’ (მაგ. სამედიცინო აღჭურვილობები) - $30 მილიარდი. გაზაფხულზე სკოლათა უმეტესობის გახსნა -  $130 მილიარდი. სკოლების უმეტესობის გასახსნელად გაზაფხულისთვის.
  • ადგილობრივი თემების მხარდაჭერა ($440 მილიარდი): დახმარება მთავრობებისთვის, რომლებსაც შემოსავლების დეფიციტთან გამკლავება და წინა ხაზზე მდგომი საჯარო მუშაკების შენარჩუნება უწევთ; მცირე ბიზნესის გრანტები და სესხები; საზოგადოებრივი სატრანზიტო სააგენტოები ($20 მილიარდი).
  • კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესება ($10 მილიარდი): SolarWinds-ის გატეხვის ფონზე, რომელიც ფედერალურ სააგენტოებს შეეხო, ბაიდენს ფედერალური ინფორმაციული ტექნოლოგიის გათანამედროვება და დაცვა სურს.

მინიმალური ხელფასი

ბაიდენმა ასევე მინიმალური ფედერალური ხელფასის გაზრდის იდეა გააჟღერა. 2009 წლიდან დღემდე იგი საათში  $7,25-ითაა განსაზღვრული, დემოკრატი პრეზიდენტი კი მის საათში  $15-მდე მომატებას ითხოვს. ამ ნაბიჯს მხარს პოლიტიკური ველის ორივე მხარე უჭერს. შეთავაზებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს წინა ხაზის მუშაკების ფაქტორი, რომლებიც საცალო და სხვა სექტორებში საფრთხის ქვეშ დგებიან. ამასთან დაკავშირებით, საგულისხმო შედეგები გამოაქვეყნა ბრუკინგის ინსტიტუტმა, რომელიც კვლევას 13 ამერიკული საცალო ფირმის ფარგლებში აწარმოებდა. როდესაც ამ კომპანიებში მოგება, აქციათა ღირებულებები და გამოსყიდვათა მოცულობა გაიზარდა, მოწინავე ხაზის მუშაკთა ანაზღაურებამ საათში საშუალოდ მხოლოდ  $1,11 მოიმატა. ,,Amazon-სა და Walmart-ს შეეძლოთ ლურჯსაყელოიანებისთვის გაეოთხმაგებინათ ანაზღაურება და მაინც უფრო მეტ მოგებას ნახავდნენ, ვიდრე წინა წელს”, - წერენ კვლევის ავტორები.

როგორც უმეტესი პოლიტიკური ნაბიჯების დროს ხდება, ამ შეთავაზების კრიტიკაც გაისმა. კონგრესის საბიუჯეტო ოფისის კვლევამ აჩვენა, რომ მინიმალური ხელფასის ზღვრის აწევის შემთხვევაში მუშების მოკრძალებული გასამრჯელოს მოიმატებს, თუმცა ეს სხვების უმუშევრად დარჩენის ხარჯზე მოხდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტორები შედეგების უტყუარობაზე თავს არ დებენ და მეტწილად ვარაუდებს ეყრდნობიან.

ბოლო 3 დღეში Blackberry - ის აქციის ფასი 27%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში აქციის მაქსიმალურმა ზრდამ 58% შეადგინა.

,,The Waterloo’’ ონტარიოს შტატში (კანადა) დაფუძნებული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც საწარმოს პროგრამულ უზრუნველყოფასა და ინტერნეტში არის სპეციალიზებული (დღემდე ის ამგვარ პოზიციონირებას ამჯობინებს). ახლახან მან Huawei-ს სმარტფონის ტექნოლოგიასთან დაკავშირებული 90 პატენტი მიჰყიდა. ამით მან ბიზნესიდან გასვლის მიმდინარე პროცესი დაადასტურა.

მათთვის, ვინც QWERTY-ის კლავიატურაზე გავიზარდეთ და მისი გამოყენება ერთი ხელის დახმარებით შეგვეძლო, ამ სიახლის შეტყობა შესაძლოა ,,გვეხამუშოს’’. ამიერიდან iOS-ის ან Android-ის ხაფანგ სამყაროში ვართ მოქცეული. 

BlackBerry-ის ინვესტორთა სავალალოდ, ბოლო ათწლეული ძველი მოწყობილობების მწარმოებლებს არ სწყალობდა. კომპანია აქტივებს ძირავდა და პატენტებს ყიდდა, - რომელიც ათასობით ჰქონდა, - რათა თამაშში დარჩენილიყო. საგულისხმოა ფაქტი, რომ მან პატენტებს Huawei-სთვის მიყიდვა დაიწყო, რომელიც თავის მხრივ, არეულობაშია გახვეული.

 

რა უნდა ველოდოთ ამ კვირას

როდესაც წინა კვირას Nasdaq-მა და S&P 500-მა მოგების ყველაზე ცუდი მაჩვენელი (ოქტომბრის მერე) გამოაქვეყნეს, ინვესტორები უფრო მოკლე და უფრო დატვირთული კვირეულისთვის მოემზადნენ. აყვავების ხანა უდგას კორპორატიული შემოსავლებს, რომლებიც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან ერთად წინა სათაურებშია გამოტანილი. ყურადღება ასევე გამახვილდება აშშ-ში ვაქცინების გავრცელების პროგრესსა და ყოველკვირეული უმუშევრობის პრეტენზიებზე.

ორშაბათი, 18 იანვარი:

  • მარტინ ლუთერ კინგი უმცროსის დღისთვის აშშ – ს ბაზარი დახურულია
  • იტალიის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) (დეკემბერი)
  • ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა კანადაში (დეკემბერი)

სამშაბათი, 19 იანვარი:

  • გერმანიის ZEW ეკონომიკური განწყობის ინდექსი (იანვარი)
  • გერმანიის CPI (დეკემბერი)
  • Bank of America-ს (BAC) და Netflix-ის (NFLX) კვარტლური მოხსენებები

ოთხშაბათი, 20 იანვარი:

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაცია
  • დიდი ბრიტანეთის CPI (დეკემბერი)
  • გერმანიის მწარმოებლის ფასების ინდექსი (PPI) (დეკემბერი)
  • ევროზონის CPI (დეკემბერი)
  • კანადის ძირითადი CPI (დეკემბერი)
  • კანადის ბანკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება და მონეტარული პოლიტიკის ანგარიში
  • ბრაზილიის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება
  • იაპონიის სავაჭრო ბალანსი (დეკემბერი)

ხუთშაბათი, 21 იანვარი:

  • ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება
  • აშშ-ს ყოველკვირეული უმუშევრობის განაცხადები
  • აშშ-ს სამშენებლო ნებართვები (დეკემბერი)
  • აშშ – ს საცხოვრებელი ფართის მშენებლობის დაწყება (დეკემბერი)
  • ფილადელფიის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმოების ინდექსი (იანვარი)
  • იაპონიის ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ განცხადება და პროცენტის განაკვეთი გადაწყვეტილება
  • იაპონიის ეროვნული ძირითადი CPI (დეკემბერი)

პარასკევი, 22 იანვარი:

  • ბრიტანეთის საცალო გაყიდვები (დეკემბერი)
  • K წინასწარი წარმოება, მომსახურების PMI (იანვარი)
  • ევროზონის წინასწარი წარმოება, მომსახურების PMI (იანვარი)
  • გერმანიის წინასწარი წარმოებისა და მომსახურების შესყიდვების მენეჯერების ინდექსები (PMI) (იანვარი)
  • საფრანგეთის წინასწარი წარმოებისა და მომსახურების PMI (იანვარი)
  • კანადის ძირითადი საცალო ვაჭრობა (ნოემბერი)

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები

5. Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

6. 2021 წლის დასაწყისში Moderna მსოფლიოსთვის 100-დან 125 მილიონი დოზის კოვიდვაქცინას შექმნის - "ველსის" მიმოხილვა

6. Kodak-ის აქციები 73% -ით გაიზარდა, რაც 765 მილიონის ფედერალური სესხების გამოძებისას დარღვევა ვერ იპოვეს - "ველსის" ამბები

7. ბრექსითის ეკონომიკური ეფექტი: დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფამდე 2 კვირა რჩება - ინვესტორები გაურკვევლობაში არიან

8. შავი ხვრელი ქართულ ეკონომიკაში და სავალუტო ჯიხურის კლიენტის პოლიტიკა ეროვნულ ბანკში - რა ხდება გვენეტაძის უწყებაში

9. ვაქცინის დამტკიცების მოლოდინში, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე აქციები მერყეობდა - "ველსის" გლობალური ეკონომიკური ანალიზი

10. "ბრექსითი" და კორონაპანდემია გლობალურ ბაზრებს უტევს და ამცირებს - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ანალიზი

11. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, გლობალური ბაზრების მოგება იზრდება - "ველსის" მიმოხილვა

12. ევროპისა და აშშ-ის კაპიტალის ბაზრები იზრდება ხოლო აზიური ინდექსები ეცემა - "ველსის" ანალიზი

13. კრიპტოვალუტამ თითო ბიტკოინზე 20.000 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა – "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

14. FDA-მ Moderna–ს კორონავირუსის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა - გლობალური ეკონომიკის ცხელი მიმოხილვა "ველსისგან"

15. ამერიკელი ინვესტორები ე.წ. "ოთხმაგი ჯადოქრობისთვის" ემზადებიან, ტრამპს "შავ სიაში" ახალი ჩინური კომპანიები შეყავს - "ველსის ამბები"

16. "COVID-19"-ის ეპიდემიის მომძლავრების გამო, "Apple"-მა 53-მდე მაღაზია დახურა - მსოფლიო ბაზრების რყევების მიმოხილვა "ველსისგან" 

 
 
 
 
 
 
 

25.  აშშ-ში ფედერალური, მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარამდე გაიზარდა - "ველსის" მსოფლიო მიმოხილვა და სკანდალური ამბები

 

მსგავსი თემები