სამხედროებით გამაგრებული კაპიტოლიუმი და ტრამპის სახიფათო მუქარა - დემოკრატიის "ამოყირავებული აკვანი" ბაიდენის ინაუგურაციისთვის ემზადება
სამხედროებით გამაგრებული კაპიტოლიუმი და ტრამპის სახიფათო მუქარა - დემოკრატიის "ამოყირავებული აკვანი" ბაიდენის ინაუგურაციისთვის ემზადება

A+ A-

12:46 19/01/2021

ხვალ, 20 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში  ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის ინაუგურაცია რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეების საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპის მომხრეების საპროტესტო აქციას ქვეყანაში გულგრილად არ შეხვდებიან. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) უსაფრთხოების წესები უმაღლეს დონემდე გაამკაცრა.  ვაშინგტონის გარდა უსაფრთხოების დაცვა აგრეთვე მძაფრდება იმ შტატების „ბრძოლის ველზე“, სადაც ახლად არჩეულმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დიდი უპირატესობით დაამარცხა.

შტატების გუბერნატორებმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მშვიდობიანად ჩატარებისთვის გააქტიურეს ეროვნული გვარდია, დახურეს კაპიტალები, აღმართეს ღობეები და ბარიერები.

 

„სიენენი“ აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, რესპუბლიკელებისთვის და მათი მომხრეებისათვის, კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმა და რამდენიმე ადამიანის დაღუპვა არაფერს ნიშნავს.

„დემოკრატიის მღაღადებელი“ დონალდ ტრამპი თავად მოუწოდებს მომხრეებს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ. უცნაურია სამყაროს „წამყვანი“ ქვეყნის ექსპრეზიდენტის მხირდან მსგავსი ქმედებები. მსოფლიო შეშფოთებულია დემოკრატიულ ამერიკაში განვითარებული არადემოკრატიული მოვლენებით.

დახურულია პარკები, სკვერები, საზოგადოების თავშეყრის ადგილები. ტრამპის მომხრეების დაგეგმილმა საპროტესტო აქციამ ქვეყანა თავდაყირა დააყენა.

პალატის უმრავლესობის ლიდერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი რასელ ჰონორე უხელმძღვანელებს უსაფრთხოების უწყებათაშორისი პროცესებისა და კაპიტოლიუმის გორაზე ბრძანებებისა და კონტროლის ოპერაციებს.

ფლორიდასა და ოკლაჰომაში დეპუტატებსა და თანამშრომლებს განუცხადეს, რომ შაბათ-კვირას სახლიდან უნდა ემუშავათ, რადგან დაგეგმილი იყო არამშვიდობიანი რესპუბლიკელების საპროტესტო აქცია.

 

პენსილვანიასა და იუტაში საერთოდ ხურავენ კაპიტოლიუმებს. ილინოუსის, მიჩიგანის, ვირჯინიისა და ვისკონსინის შტატების კაპიტოლიუმების პირველი სართულები განსაკუთრებით გაძლიერებულია, რათა აქციის მონაწილეები არ შეიჭრან და არ გაიმეორონ „ვაშინგტონის კაპიტოლიუმი - 2“, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ზოგი კი მძიმედ დაშავდა.

 შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ. პოლიციასთან შეტაკებისას 4 ადამიანი დაიღუპა რამდენიმე კი დაშავდა.

ხატია მამულია