"გირჩი" და "მოქალაქეები" ოპოზიციური სპექტრის დანაწევრებას ცდილობენ, არ შევხვდებით - სამადაშვილი "ნაციონალების" პოზიციას ახმოვანებს
"გირჩი" და "მოქალაქეები" ოპოზიციური სპექტრის დანაწევრებას ცდილობენ, არ შევხვდებით - სამადაშვილი "ნაციონალების" პოზიციას ახმოვანებს

A+ A-

15:16 19/01/2021

გირჩი“ და „მოქალაქეები“ ცდილობენ, დაანაწევრონ ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ, მთავარი ოპოზიციური პარტიები ისევ ერთიანი და ძლიერები არიან. ამის შესახებ „2020NEWS“-თან განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, „გირჩთან და „მოქალაქეებთან“ ცალკე შეხვედრას, „სტარტეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ მსგავსად, არც „ნაციონალური მოძრაობა“  თანხმდება, რადგან თვლიან, რომ ოპოზიცია ახლა ერთ ფლანგზე იბრძვის და ცალკეული შეხვედრები მიზანშეწონილი არაა.

„გირჩი“ და „მოქალაქეები“ განხეთქილების მოწყობასა და ოპოზიციური სპექტრის დანაწევრებას ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ. მთავარი ოპოზიციური პარტიები ახლა ერთ ველზე ვიბრძვით და უარს ვაცხადებთ ცალკეულ შეხვედრებზე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა „2020NEWS”-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ცალკეული შეხვედრები გაემართათ ოპოზიციურ პარტიებთან, მაგრამ მათ ამ ინიციატივას არ დათანხმდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. შეხვედრაზე მათ ასევე უარი განუცხადეს „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. ოპოზიციური სპექტრის ამ გადაწყვეტილებამ, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილისა და „გირჩის“ ერთ ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას სკანდალური განცხადებები გამოიწვია.

ისინი თვლიან, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს „ნაციონალი“ ვანო მერაბიშვილი და „ევროპული საქართველოს“ ლოდერი გიგა ბოკერია ძველი კომპრომატებით აშანტაჟებენ.

სალომე კაპანაძე