ივერი მელაშვილს ბრალდებას ხვალ დაუზუსტებენ
ივერი მელაშვილს ბრალდებას ხვალ დაუზუსტებენ

A+ A-

17:47 19/01/2021

ხვალ ივერი მელაშვილს ბრალდებას დაუზუსტებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატს პროკურატურიდან მიაწოდეს.

ინტერესების დამცველის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საქმეზე ბრალდებულთან დაკავშირებით მუხლი არ იცვლება, მოხდება მხოლოდ ბრალდების შინაარსის დაზუსტება.

"როგორც გვაცნობა ბრალდების მხარემ, ხვალ აპირებს, რომ ბატონი ივერი მელაშვილს დაუზუსტოს ბრალდების შინაარსი. კვალიფიკაციას იგივეს ტოვებენ, ანუ მუხლს, რისთვისაც არის ბრალდებული. ხვალ აპირებენ ცვლილებები შეიტანონ ბრალდების ფორმულირებაში. გამოდის, რომ პროკურატურა 4 თვის წინ არ იყო ჩამოყალიბებული, თუ რისთვის მისცა პასუხისგებაში 2 ადამიანი," - განაცხადა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა.