მიქარავთ - ნიკა გვარამია ოპოზიციას "რუსთავი-2"-ის გადაცემებში მონაწილეობის გამო, ემუქრება
მიქარავთ - ნიკა გვარამია ოპოზიციას "რუსთავი-2"-ის გადაცემებში მონაწილეობის გამო, ემუქრება

A+ A-

10:53 20/01/2021

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და წამყვანი ნიკა გვარამია ოპოზიციას მორიგ საყვედურს უგზავნის საჯაროდ და „რუსთავი-2“-ის გადაცემებში მონაწილეობის პოლიტიკას უწუნებს. მეტიც, გვარამია მათი მისამართით იმუქრება კიდეც: „ჩვენ კი გადავწყვიტეთ, თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გადავხედოთ“.

გვარამაის მიაჩნია, ოპოზიცია „მიქარავს“ ამ არხზე რომ დადის, მაშინ, როცა „მთავარ არხზე“ მისასვლელად ან დრო არ აქვთ, ან თავს იკავებენ, ამ დროს კი, სხვა შოუებში არიან „გამოჭიმული“.

მეტიც, როგორც „მთავარის“ დირექტორი აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერთა ამ ქმედებებით „წყალში ეყრება“ მცდელობა, „ოპოზიცია შეადუღაბოს“.

„ყველა ოპოზიციონერი, რომელიც წართმეულ და ჩხარტიშვილისთვის გადაცემულ რ-2-ში დადის, ძაან მიქარავს. და ყველაფერი იმის ღირსია, რაც იქ დაემართათ უკლებლივ ყველას.

ნახევარი წელია, ოპოზიციის შედუღაბებას ვცდილობთ. ამ დროს, ჩვენთან მოსვლა სულ პრობლემაა: ხან დრო არ აქვთ, ხან ჩაერთვება.

უცებ, გაიხედავ და სტუდიაში ზის კივილ-წივილში გახვეული, შოუებში, სადაც მიზანი ჩხუბი და დაპირისპირებაა და ჩვენი თვეების შრომის - გაერთიანების წყალში ჩაყრა. ყველა ასეთი გადაცემა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ივანიშვილის საქმეს აკეთებს. არ ვიცი ნებსით, არ ვიცი - უნებლიედ.

ხოდა, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ.

ჩვენ კი გადავწყვიტეთ, თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გადავხედოთ“, - წერს გვარამია სოცქსელში.