ხალხი არ მუშაობს ჩვენთვის, ჩვენ ვმუშაობთ მათთვის - ბაიდენმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანამშრომლები დანიშნა
ხალხი არ მუშაობს ჩვენთვის, ჩვენ ვმუშაობთ მათთვის - ბაიდენმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანამშრომლები დანიშნა

A+ A-

10:11 21/01/2021

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანამშრომლები დანიშნა.

ვირტუალ რეჟიმში გამართულ ღონისძებაზე მან ადმინისტრაციის ახლად დანიშნული თანამშრომლები გააფრთხილა, რომ გაათავისუფლებს ნებისმიერს, ვინც სამუშაო გარემოში თანამშრომლების მიმართ პატივისცემის ნაცვლად, ტოქსიკურ დამოკიდებულებას გამოავლენს.

„ხალხი არ მუშაობს ჩვენთვის. ჩვენ ვმუშაობთ ხალხისთვის. ისინი ჩვენ ხელფასს გვიხდიან. ისინი თქვენ გენდობიან. მე გენდობით თქვენ. ჩვენ ვალდებულება გვაქვს. ძალიან იშვიათად ეძლევა ადამიანს ისეთი რამის კეთების საშუალება, რაც ფუნდამენტურად პოზიტიურ გავლენას იქონიებს სხვების ცხოვრებაზე, არა მხოლოდ აქ, არამედ მსოფლიოში“, – განაცხადა ბაიდენმა.