რუსეთი კლავს, რუსეთი აწამებს, რუსეთი ხელყოფს - ხიდაშელის ემოციური პოსტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
რუსეთი კლავს, რუსეთი აწამებს, რუსეთი ხელყოფს - ხიდაშელის ემოციური პოსტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

A+ A-

14:55 21/01/2021

ადამიანის ევროპულმა სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ ჰქონდა, რაც მშვენიერი სახელმძღვანელოა ჰააგაში მიმდინარე გამოძიებისთვის. ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს.

ხიდაშელი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ რუსეთი კლავს, ხელყოფს ადამიანების თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას.

"გამოქვეყნა სტრასბურგმა გადაწყვეტილება!

რა თქმა უნდა მოვიგეთ! გადაწყვეტილებაში დადასტურებულია:

- რუსეთი კლავს;
- რუსეთი აწამებს;
- რუსეთი ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას;
- რუსეთი ხელყოფს საკუთრების უფლებას, და სხვა.

მაგრამ იცით რა არის მთავარი, სტრატსბურგმა ერთმნიშვნელოვნად თქვა რომ ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ იყო რუსეთის ფედერაციისო. ეს არის ძალიან მნიშვნლეოვანი ჰააგაში მიმდინარე გამოძიებისთვის რადგან იქ იმას გვიმტკიცებენ ჩვენ რა შუაში ვართ ოსებს ედავეთო.

ცუდია, რომ 8-12 აგვისტო დააიგნორა სტრასბურგმა, მაგრამ მშვენიერი სახელმძღვანელო შექმნა ჰააგის გამოძიებისთვის!", - წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, 2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.