უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, ეს საერთო გამარჯვებაა - გახარია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, ეს საერთო გამარჯვებაა - გახარია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

A+ A-

15:15 21/01/2021
სტრასბურგის სასამართლო მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გადაწყვეტილების საქართველოს სასარგებლოდ მიღება, ქვეყნის საერთო გამარჯვებაა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. 
 
მისი თქმით, დღევანდელი დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესია.
 
"დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!
 
დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!
 
ეს საერთო გამარჯვებაა!", - წერს გახარია სოციალურ ქსელში.
 
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, 2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.