"Pfizer"-ის კოვიდვაქცინა ეფექტური არაა - ისრაელის ჯანდაცვის სექტორი ქვეყნის მასშტაბურ ჩაკეტვაზე ალაპარაკდა
"Pfizer"-ის კოვიდვაქცინა ეფექტური არაა - ისრაელის ჯანდაცვის სექტორი ქვეყნის  მასშტაბურ ჩაკეტვაზე ალაპარაკდა

A+ A-

10:56 22/01/2021

კორონავირუსის საწინააღმდეგო ,,Pfizer”-ის ვაქცინა ,,კოვიდ-19”-გან ადამიანებს არ იცავს. ამერიკის შეერთებული შტატების პროგნოზი ვაქცინასთან დაკავშირებით,  არ გამართლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, პროფესორი ნახმან აში ავრცელებს.

პროფესორის თქმით, ,,Pifizer”-ის ვაქცინის გამოყენების შემდეგ, ბევრი ადამიანი ვირუსით დაინფიცირდა და ის მოლოდინი, რომელიც მათ ჰქონდათ, არ გამართლდა.

,,ჩვენი იმედები  ,,Pfizer”-ის ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით, გაცრუვდა. ამერიკის შეერთებულ შტატების პროგნოზიც  არ გამართლდა. პირველმა დოზამ კარგად დაგვანახა, რომ ვაქცინა ეფექტური არ არის და მისი გამოყენების შემდეგ ბევრი ადამიანი დაინფიცირდა”, - აცხადებს პროფესორი ნახმან აში.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართულ სხდომაზე, ახალი ვაქცინის ეფექტურობა ეჭქვეშ დააყენეს და ქვეყნის მასშტაბურ ჩაკეტვაზეც ისაუბრეს.

გამოცემა ,,თაიმსოფისრაელის” ცნობით, ქვეყანაში ,,Pifizer”-ის ვაქცინა უკვე ისრაელის 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ გაიკეთა. რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ხელმეორედ, ჯერჯერობით, უცნობია.

,,Pifizer”-ის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობა პირველი დოზის მიღების შემდეგ 52%-ია, ხოლო მეორე დოზის მიღებისას - 95%.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შერონ ოროი-პრეისმა გამოაცხადა, რომ ვაქცინა ინფექციებს 50%-ით აფერხებს, თუმცა,  ამასთანავე, ისრაელის ჯანმრთელობის შენარჩუნების ორგანიზაციებმა სხვა, საწინააღმდეგო მონაცემებიც გამოაქვეყნეს.

მაგალითად,  ისრაელის უმსხვილესი ჯანმრთელობის დაცვის პროვაიდერის, ,,კლალიტის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსით დაინფიცირების შანსი 33% -ით შემცირდა.

ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, რომ ყოველდღიური ინფიცირებისა და სერიოზული შემთხვევების მონაცემების ვარდნა იქნებოდა, მაგრამ ამ დროისთვის ასეთი ტენდენცია არ არის.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში, დღე-ღამეში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 10 021 შემთხვევა დაფიქსირდა. იქ,  ჯამში 562 167 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. მათ შორის, კორონავირუსის 81 ათასი აქტიური ქეისია.

100 ათასი გაკეთებული ტესტიდან, ვირუსი ადამიანების 10%-ს დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა და მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული.

ხატია მამულია