პირველი თებერვლიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და რესტორნების მუშაობა არ აღდგება

პირველი თებერვლიდან, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და რესტორნების მუშაობა არ აღდგება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი თებერვლიდან მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ შაბათ-კვირას მობილობა მაღალია, აღნიშნული ობიექტები არ იმუშავებენ.