გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ, დათმობაზე წამოვიდნენ - ელისაშვილი "ოცნებასთან" მორიგ შეხვედრას აანონსებს
გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ, დათმობაზე წამოვიდნენ - ელისაშვილი "ოცნებასთან" მორიგ შეხვედრას აანონსებს

A+ A-

13:32 22/01/2021

პარტია "მოქალაქეებმა“ მმართველ პარტიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღია და ახლო მომავალში, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ პარტის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს შეხვედრაზე განიხილეს ის 4 ძირითადი მოთხოვნა, რომელიც მათ აქვთ მმართველი პარტიის მიმართ.

„ჩვენ განვიხილეთ ის ოთხი ძირითადი მოთხოვნა, რაც გაგვაჩნია მმართველი პარტიის მიმართ, გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ, ისინი წამოვიდნენ დათმობაზე და განაცხადეს მზაობა საარჩევნო ადმინისტრაციის კანონმდებლობის ცვილებაზე, მაგრამ ეს საკმარისი არაა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების განთავისუფლებაა“, - განაცხადა „მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება ლევან იოსელიანს, მისივე თქმით, "ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრები გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევას ეცდებიან.

„დღეს ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას და ეს შეხვედრები გაგრძელდება, რადგან რაღაც ნაწილში ჩვენი პოზიციები ემთხვევა და რჩება შეუთანხმებელი საკითხები, მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არის რაღაც დეტალები, რომელიც ჩვენთვის პრინციპულია და ამაზე შეხვედრები უნდა გაგრძელდეს. ასევე ჩვენ ძალიან პრინციპულად ვსვამთ პოლიტპატიმრების საკითხს დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ ამას არ აღიარებს, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ცნობილია, ვინ არიან ეს ადამიანები, მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ამ სამი ადამიანის ვინაობა“, – განაცხადა იოსელიანმა

კითხვაზე, როგორ გაგრძელდება პარტია „მოქალაქეების“ ურთიერთობა დანარჩენ ოპოზიციასთან, ლევან იოსელიანმა უპასუხა, რომ მათ დაამთავრეს ოპოზიციასთან კინკლაობაც და შეხვედრებიც.

„არ ვიცი, ჩვენ ოპოზიციასთან დავასრულეთ კინკლაობაც, შეხვედრაც იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ამის სურვილი. ჩვენ ვერ შევძელით, ისინი დაგვერწმუნებინა ჩვენი პოზიციის სისწორეში, რომ მოლაპარაკებას არა აქვს ალტერნატივა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მოლაპარაკებას მათგან დამოუკიდებლად.

თუ ჩვენ არ მოვაწერთ შეთნხმებას ხელს, შემოსვლა გამორიცხულია. მარტო საარჩევნო სისტემა ვერ იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალური წამოვიღოთ. იმედი გვაქვს, შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი პროცესი“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თვითმმართველობის არჩევნების, როგორც ერთგვარი პლებისციტის საკითხსაც და აღნიშნა, რომ აქ მათი პოზიციები ერთმანეთს დაშორებულია.

შეგახსენებთ, დღეს „მოქალაქეებსა“ და მმართველ გუნდს შორის, პირველი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე 4 ძირითადი პრობლემა განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციურმა სპექტრმა არალეგიტიმურად ცნო და ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა.