სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში განახლდება, მასწავლებლების კოვიდტესტირება მოხდება
სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში განახლდება, მასწავლებლების კოვიდტესტირება მოხდება

A+ A-

13:19 22/01/2021

სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება.

„სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული. ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება. ასევე სამინისტრო ყოველთვის ამ პრინციპს იცავდა, რომ სკოლებში, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი“,- განაცხადა მინისტრმა.