"გახსენით სკოლები" - მშობლების აქცია მზიურში
"გახსენით სკოლები" - მშობლების აქცია მზიურში

A+ A-

18:53 24/01/2021

"მოგვეცით განათლების უფლება" - ამ ლოზუნგით სკოლის მოსწავლეება, მშობლებმა და საბავშვო ბაღების წარმოამდგენლებმა და სტუდენტებმა მზიურის პარკში აქცია გამართეს და სასწავლო პროცესის სრულყოფულად აღდგენა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროს მიმართავენ - წარადგინოს კონკრეტული გეგმა თუ, როგორ
აპირებს კორონაპანდემიის პირობებში მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ყველა წესის დაცვით სასწავლო პროცესის აღდგენას. მათივე თქმით, ონლაინ ვერ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები და ასევე, ინტერნეტის არქონის გამო უამრავი ბავშვი განათლებას დისტანციურადაც ვერ იღებს. 

"ჩვენ აქციას ჰქვია მშობლები ვითხოვთ გეგმას ბავშვებისთვის იმიტომ, რომ ბავშვები უკვე ერთი წელიწადია იზოლაციაში არიან და ჩვენ არ ვიცით რას უპირებს საქართველოს მთავრობა ამ ბავშვებს, როგორია გახსნის გეგმა, პირველი მარტს თუ პირველ თებერვალს, რა დახვდებათ ჩვენს შვილებს სკოლებსა თუ ბაღებში. ჩვენთვის უცნობია, როგორ ემზადება მთავრობა ამ გახსნისთვის ამიტომ ვითხოვთ გეგმას თარიღის მიღმა", - ამბობს ერთერი მშობელი.

"დღევანდელი აქციის მიზანი იყო, რომ ბავშვების ხმა მიგვეწვდინა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე, რადგან ეს ჯგუფი ვერ ორგანიზდება თავისით იმიტომ, რომ ბავშვები არიან და ობიექტური გარემოება არის ასეთი, ისინი ვერ აძლევენ ხმას არჩევნებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ინტერესები არ უნდა იყოს საჯარო პოლიტიკაში გათვალისწინებული", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.