"დაიწყო უკვე მუქარები"
"დაიწყო უკვე მუქარები"

A+ A-

10:43 31/10/2018

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიხეილ სააკაშვილის პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

„დაიწყო უკვე მუქარები. დიახ, სამართლიანი არჩევნების ნორმალურად ჩატარება იყო შეუძლებელი. კარგად მახსოვს თქვენი გადაწერილი ოქმები, რომელსაც ზოგჯერ 100%-მდეც ვერ ამრგვალებდით და 102%, 103% გეწერათ. 2012 წელს რაც მოხდა, ეგ თქვენი დამსახურება ნამდვილად არ არის. სპეცნაზი გყავდათ მობილიზებული ყველა უბანზე და ხაშურში შევარდით კიდევაც. საბოლოო შედეგი თქვენი დამსახურება ნამდვილად არ ყოფილა და ვისიც იყო, ყველამ ვიცით.

რაც შეეხება “ვინმე ჩუგოშვილს”, ნამდვილად არ გეცოდინებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები სულ არ გაინტერესებდათ და არასდროს მიგიქცევიათ ყურადღება რას ამბობდნენ“, – წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.