კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტის წესები მკაცრდება - რას გეგმავს ევროკავშირი?
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტის წესები მკაცრდება - რას გეგმავს ევროკავშირი?

A+ A-

09:33 26/01/2021

ევროკავშირი გეგმავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტი გაამკაცროს. 

როგორც ცნობილია,  მიზეზი კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებიაა.

ჯანდაცვის კომისარმა სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

კირიაკიდესმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ორშაბათს AstraZeneca- ს წარმომადგენლებთან გამართულმა მოლაპარაკებებმა „არასაკმარისი განმარტებებისა და სიცხადის გამო უკმაყოფილება გამოიწვია.“

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიანი არიან: ვაქცინების შემქმნელებს აქვთ სოციალური და სახელშეკრულებო ვალდებულებები, რომელიც უნდა დაიცვან,“ - წერს ჯანდაცვის კომისარი.

მისივე თქმით, ევროკავშირმა "ვაქცინის მიწოდების დეტალური გეგმის" მიწოდება მოითხოვა და AstraZeneca- სთან შემდეგი შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, AstraZeneca-მ ევროკავშირს განუცხადა, რომ წარმოებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გამო, ბლოკში შემავალ ქვეყნებს ვაქცინის გათვალისწინებულზე ნაკლებ რაოდენობას მიაწვდიდა.