სასამართლო ირაკლი ფანგანისთვის აღმკვეთი ღონისძიების ფორმაზე დღეს იმსჯელებს
სასამართლო ირაკლი ფანგანისთვის აღმკვეთი ღონისძიების ფორმაზე დღეს იმსჯელებს

A+ A-

10:15 26/01/2021

ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ძალადობის დევნის მუხლით ბრალდებული ირაკლი ფანგანისთვის აღმკვეთი ღონისძიების ფორმაზე  სასამართლო დღეს იმსჯელებს. 

დღეს გახდება ცნობილი მოსამართლე არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წარმომადგენელს, გირაოს შეუფარდებს თუ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებს.

შეგახსენებთ, 25 იანვარს, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთადერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე, ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრი ირაკლი ფანგანი დააკავეს.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ირაკლი ფანგანს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა. ბრალის წარდგენის შემდეგ,  სასამართლომ  ფანგანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლა.