რა შემთხვევაში გაიხსნება სასწავლო დაწესებულებები?
რა შემთხვევაში გაიხსნება სასწავლო დაწესებულებები?

A+ A-

12:17 26/01/2021

ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი როგორც კი ჩამოსცილდება 4%-ს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს პირველ რიგში, სწორედ, განათლების კუთხით გადადგამს. 

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც ჩვენ როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოცილდება 4% რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტიდან, საქართველოს სასწავლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლების რეჟიმზეა გადასული.