ლას-ვეგასური კაზინო, სტრიპტიზის ბოძი, ჩილიმის დარბაზი - ნავალნის დოკუმენტური ფილმი პუტინის სასახლეზე (ვიდეო)

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა გამოაქვეყნა მორიგი გამოძიება რუსეთის პრეზიდენტის ე.წ. გელენჯიკის სასახლის თაობაზე მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ფონდის დამაარსებელსა და პუტინის მწვავე კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის ხიმკის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ გამოძიება ნავალნის დაკავებამდე ჩატარდა და იგი შედგება ორსაათიანი დოკუმენტური ფილმისგან, თავად ნავალნის მონაწილეობით, ტექსტისა და ვიზუალიზაციისგან.
ე.წ. პუტინის სასახლე 2005-2010 წლებში აიგო შავიზღვისპირა კურორტ გელენჯიკის, იდოკოპასის კონცხზე.