თუ ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს ავცრით, კორონავირუსი დამარცხდება
თუ ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს ავცრით, კორონავირუსი დამარცხდება

A+ A-

14:40 31/01/2021

ჩვენი სამიზნე არის, რომ ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა და მოზრდილი მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით 2,8 მილიონია, მისი 60%, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი. თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება.  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ადამიანები, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, პირველი 3 თვის განმავლობაში არ აიცრებიან.

„ზოგიერთ ადამიანს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს და მათ გარკვეული იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ ეს აცრის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ჩვენი ბოლო რეგულაციებით დადგენილია, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს არ აიცრება. ჩვენი სამიზნე არის, რომ ავცრათ მოზრდილი მოსახლეობა და მოზრდილი მოსახლეობა ქვეყნის მასშტაბით 2,8 მილიონია, მისი 60%, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ადამიანი. თუ ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ავცრით დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება ქვეყანაში და კორონავირუსი დამარცხდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.