"ბორჯღალოსნებმა" რუსეთი 16-7 დაამარცხეს
"ბორჯღალოსნებმა" რუსეთი 16-7 დაამარცხეს

A+ A-

16:47 07/02/2021

ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები 16-7 დაამარცხეს.

"ბორჯღალოსნებმა" ანგარიშის გახსნა მეორე ტაიმის დასაწყისში მოახერხეს.  ლელო ვასილ ლობჟანიძემ დადო, გარდასახვა კი ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას, სატურნირო თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ქართველმა სპორტსმენებმა შარშან, ერთი ტურით ადრე, უკვე გაინაღდეს რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას, კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრო.

ქართველი მორაგბეები რუსეთს დღეს 24-ედ დაუპირისპირდნენ.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 1993 წლიდან იწყება და პირველ მატჩში მეტოქემ 15:9 იმარჯვა. მას შემდეგ ერთადერთხელ, 2002 წელს დაფიქსირდა ფრე, ხოლო დანარჩენ 21 შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა – მათგან 18-ჯერ ზედიზედ.