აგარაში პოლიკლინიკა გაქურდეს
აგარაში პოლიკლინიკა გაქურდეს

A+ A-

16:20 09/02/2021

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში სამედიცინო პუნქტი გაქურდეს. ამბულატორიიდან ლენოვოს კომპიუტერი და კვების ბლოკი წაიღეს.

შემთხვევა "კომენდანტის საათის" დროს მოხდა. ქურდობის შესახებ თანამშრომლებმა დილას სამსახურში მისვლის შემდეგ გაიგეს და პოლიციას აცნობეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.