თბილისმა შესაძლოა, ფეხბურთში ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლოს
თბილისმა შესაძლოა, ფეხბურთში ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლოს

A+ A-

66

17:00 01/11/2018

თბილისმა, შესაძლოა პრესტიჟული ტურნირის, ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლოს. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, 2021 წლის საკლუბო ტურნირების ფინალური მატჩების მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სია გამოაქვეყნა. უეფა 2021 წელს, საკლუბო ტურნირების ფინალების მასპინძლობაზე წინადადებებს 28 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე იღებდა.

უეფას ვებ-გვერდის ცნობით, შემოთავაზებები 11-მა წევრმა ქვეყანამ წარადგინა. საბოლოო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა კი, 2019 წლის 15 თებერვალია.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 2019 წლის მაისში ან ივნისში ჩატარდება და მასპინძელ ქალაქებს სწორედ მაშინ დაასახელებს. აქვე, გთავაზობთ უეფას ოთხივე ტურნირის, ფინალური მატჩების მასპინძლობის კანდიდატების სიას: უეფას ჩემპიონთა ლიგა: გერმანია, „მიუნხენ არენა“, რუსეთი, სტადიონი, „სანკტ-პეტერბურგი“, ევროპის ლიგა: ავსტრია, ვენის „ერნსტ ჰეპელის“ სტადიონი, საქართველო, თბილისი ბორის პაიჭაძე სახელობის „დინამო-არენა“, ესპანეთი, სევილია (სტადიონი დაზუსტებული არ არის) უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგა: ჩეხეთი, პრაღის „ედენ არენა“, შვედეთი, გიოტებორგის გამლა ულევი“.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს, „დინამო არენამ“ ევროპული ტურნირის ფინალს, სუპერ თასს უმასპინძლა, სადაც „ბარსელონამ“ „სევილია“ 5:4 დაამარცხა.