"საარის" გამომცემლობით ზაურ კოდუას ახალი წიგნი გამოვიდა
"საარის" გამომცემლობით ზაურ კოდუას ახალი წიგნი გამოვიდა

A+ A-

14:55 17/02/2021

"საარის“ გამომცემლობით ზაურ კოდუას ახალი წიგნი - "ისევ განცდათა მორევიდან" გამოვიდა.

წიგნის რედაქტორი ზაურ კალანდიაა, მხატვარი - აბაზაძე.

მისი შეძენა შესაძლებელია "ბიბლუსის" მაღაზიებში.

"ამ წიგნში შემაქვს ის მოთხრობები და ლექსები, რომელთა ერთი ნაწილი უკვე გამოცემულ წიგნებში, მათი მცირე მოსულობის გამო ვერ მოხვდა, ხოლო მეორე ნაწილი 1996-2000 წლების შუალედში და შემდეგ დაიწერა. წიგნში შესული მოთხრობები და ლექსები გამოქვეყნდა გაზეთებსა და ჟურნალებში: „ლიტერატურული საქართველო“, „კრიმინალური ქრონიკა“, „მეოთხე“, „გაუხმაურებელი ფაქტები“, „ცისკარი“, „რიწა“ და სხვა. მოთხრობებსა და ლექსებში, შეძლებისდაგვარად გამოვხატე წუხილი და პროტესტი ჩვენს უვარგის დროებაზე, რამაც წარსულისადმი ნოსტალგია გამიძლიერა“, - წერს ავტორი წინასიტყვაობაში.