მარნეულში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის 3 წევრი დაიღუპა
მარნეულში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის 3 წევრი დაიღუპა

A+ A-

17:54 20/02/2021

მარნეულში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

23 მამაკაცი, მისი 21 წლის ცოლი და სამი წლის ბავშვი მარნეულის ცენტრში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.