"განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ყაზარმულზეა, ყველა გაფრთხილებულია, რომ 15 წუთით ადრე მოვა ბრძანება"
"განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ყაზარმულზეა, ყველა გაფრთხილებულია, რომ 15 წუთით ადრე მოვა ბრძანება"

A+ A-

21:04 22/02/2021

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ყაზარმულზეა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე შტურმისთვის ემზადება.

"ამბავი კი ასეთია: შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I და III ბატალიონები, რომლებიც თბილისში არიან დისლოცირებული, ყაზარმულზე ჰყავთ ეს დღეები, სახლში არ უშვებენ და ჩვეულებრივ რეჟიმში არ აბრუნებენ სპეცრაზმელებს, რომ უცებ ყაზარმულზე გადაყვანით ენმ ოფისის შტურმის დღე არ გაშიფრონ. ყველა გაფრთხილებულია, რომ 15 წუთით ადრე მოვა ბრძანება და მზად უნდა იყვნენ", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.