"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 21 ადამიანი დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ჯამში 21 ადამიანი დააკავეს.
მათ შორის, არიან სამოქალაქო აქტივისტები, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი, და აქტივისტი ირაკლი კვარაცხელია, დაკავებულია ზუკა ბერძენიშვილიც.
სპეცრაზმმა ნიკა მელია 09:00 საათზე დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს "წიწაკის სპრეი" და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.