"მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, ბედნიერი ვარ, რომ სისხლი არ დაიღვარა"

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, ბედნიერი ვარ, რომ სისხლი არ დაიღვარა, - ამის შესახებ კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ გენერალურმა დირექტორმა ანზორ მელიამ თავისი შვილის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მას შვილი ბოლო 2 თვეა, არ უნახავს.
"მას არც ოჯახისთვის ეცალა და არც მშობლებისთვის, რადგან თავი ჰქონდა გადადებული“, - განაცხადა ანზორ მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დააკავეს.