გიორგი გახარია - თემა დახურულია, მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის განხილვა აღარ მოხდება
გიორგი გახარია - თემა დახურულია, მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის განხილვა აღარ მოხდება

A+ A-

1363

12:57 02/11/2018

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის განხილვა აღარ მოხდება და ეს საკითხი დაიხურა.

როგორც მინისტრი აცხადებს, მთავრობა პარლამენტიდან გამოიწვევს კანოპროექტს და განხვილვას აღარ მიუბრუნდება.

"ამ კანონპროექტის გაწვევაზე მუდმივად მიმდინარეობდა საუბარი ორი თვის მანძილზე, ამ კანონპროექტს მთავრობა რამდენიმე დღეში პარლამენტიდან გამოიწვევს, ეს ნიშნავს, რომ ეს საკითხი დახურულია“, - განაცხადა გახარიამ.  

შეგახსენებთ, რომ დღეს  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი,გიორგი გახარია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი "მარიხუანას კულტივაციის“ და მის მოხმარებასთან დაკავშირებული რეგულაციების კანონპროექტის განხილვა იყო.