აშშ-ის სტიმულირების პაკეტის განხილვა სენატმა დაიწყო
აშშ-ის სტიმულირების პაკეტის განხილვა სენატმა დაიწყო

A+ A-

18:29 23/02/2021

ორშაბათი, 2021 წლის 22 თებერვალი
1.    აშშ-სი ბაზრები მერყევია საპროცენტო განაკვეთების ზრდის პარალელურად
2.    გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3.    აშშ-ის სტიმულირების პაკეტის განხილვა სენატმა დაიწყო
4.    როგორ შეიცვალა დივიდენდების გაცემა 2020 წელს

ტექნოლოგიური აქციების ვარდნა, საპროცენტო განაკვეთების ზრდა

აშშ-ის კაპიტალის ბაზრებზე კვლავ არაერთგვაროვანი სურათი მივიღეთ: DJIA-ს მრუდმა სესიის ბოლოს თარაზული სახე მიიღო, S&P 500-ის ინდექსი 0,77% -ით დაეცა, ხოლო Nasdaq-მა მკვეთრი არასტაბილურობის ფონზე, 1,5%-იანი ვარდნა განიცადა.  Apple-ის (AAPL), Amazon-ის (AMZN) და Tesla-ს (TSLA) აქციები კლებად მეგაკაპიტალებს შორის სათავეში მოექცნენ და დღის წესრიგიც შესაბამისად განსაზღვრეს.

ამის პარალელურად, სულ უფრო ჩვეულ ხასიათს იღებს Dow-ს აქციების აღზევება. მას ხაზინის შემოსავლების ზრდა უწყობს ხელს. ეკონომიკის აღმავლობასთნა ერთად აშშ-ის 10-წლიანმა სახაზინო შემოსავალმა ორშაბათს ბოლო 13 თვის მაქსიმუმს მიაღწია. როგორც ხდება ხოლმე, მსხვილი ინვესტორები ტექნოლოგიის სექტორიდან და ფინანსურ და ენერგეტიკულ აქციებზე გადადიან.

ეკონომისტების პროგნოზები სულ უფრო უმჯობესდება, რადგან კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი კვლავ მცირდება, მასთან ერთად კი ეკონომიკური შეზღუდვები იხსნება. სახაზინო ობლიგაციების შემოსავალი მატულობს და S&P 500-ის დივიდენდთან სხვაობას ნელ-ნელა ავსებს.

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
●    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყანაში ლოქდაუნის პირობების შემსუბუქების ვადებს გამოაქვეყნებს. მედიის ცნობით, 8 მარტს სკოლებს ხელახლა გახსნის უფლება ექნებათ, ორ ზრდასრულ ადამიანს სხვადასხვა ოჯახიდან კი მიეცემა საშუალება, ისაუბრონ გარეთ ისეთ ადგილებში, როგორიცაა მაგ. პარკები. ბრიტანეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ვაქცინაცია ჩატარდა. ამ დროისთვის მოსახლეობის მეოთხედზე მეტს მინიმუმ ერთი დოზა აქვს მიღებული.
●    Kohl-ის აქციები ორშაბათს გაიზარდა მას შემდეგ, რაც რომ აქტივისტმა ინვესტორებმა კომპანიის 9.5%-იანი წილი მიიღეს. Wall Street Journal-ის ცნობით, ჯგუფში შედიან Macellum Advisors GP, Ancora Holdings, Legion Partners Asset Management და 4010 Capital LLC. მათი მიზანი დეპარტამენტების მაღაზიათა ქსელის ბორდზე კონტროლის მოპოვებაა. ამა წლის დასაწყისში მათ საბჭოში (ახლა უკვე 12 კაცისგან კომპლექტდება) ცხრა კანდიდატი წარადგინეს.
●    Wedbush Securities-ის კაპიტალის ანალიტიკოსის, დენ აივესის მიხედვით Tesla-მ ბიტკოინის ინვესტიციით $1 მლრდ-იანი არაგანაღდებული მოგება ნახა. ცოტა ხნის წინ Bitcoin-ის საბაზრო ღირებულებამ $1 ტრლნ-ს მიაღწია, ფასი კი მას შემდეგ გაიზარდა, რაც იანვარში ტესლამ $1.5 მლრდ-იანი ინვესტიცია განახორციელა. ელექტრომობილების მწარმოებელს ციფრული ვალუტის საჯარო მეწილეებს შორის სიდიდით მეორე ადგილი უკავია (MicroStrategy-ის შემდეგ). ამასთან, მისი აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი Twitter-ზე ამჯერად Dogecoin-ის შესახებ წერს.
●    M&T ბანკმა გამოაცხადა, რომ $7.6 მლრდ-იანი გარიგების თანახმად, People's United Financial-ს შეიძენს. $200-მილიარდიანი აქტივები და 1100-ზე მეტი ფილიალისა და 2000-ზე მეტი ბანკომატისგან შემდგარი ქსელი ახალი გაერთიანებული კომპანიის ფარგლებში შევა.
●    Axios-ის თანახმად, კრიპტოვალუტა Coxbase-ს აქციები საჯარო ბაზარზე გასვლამდე $100 მლრდ-ად შეფასდა. კომპანია, რომელიც განაცხადს ე.წ. ,,direct listing’’-ის მეშვეობით გააკეთებს, 2020 წლის ბოლოსთვის 43 მილიონზე მეტ რეგისტრირებულ მომხმარებელსა და $90 მლრდ-ზე ძვირადღირებულ აქტივებს ითვლიდა.

აშშ-ის სტიმულირების საგა დასასრულისკენ მიდის: პაუელის გამოსვლა კონგრესში

აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის $1,9 ტრლნ-იანი სტიმულირების პროექტს ამ კვირაში კენჭს წარმომადგენლობით პალატაში უყრიან, ხოლო მომდევნო კვირას - სენატში. პალატის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტი, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, თავისი ძირითადი დებულებებით, მათ შორის, თითო ადამიანზე $1,400-ით, ბაიდენის პროგრამას ძალიან ჰგავს. მასში შედის ასევე საკამათო შეთავაზება ფედერალური მინიმალური ხელფასის ზღვრის აწევაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, სენატში დიდი წინააღმდეგობა შეხვდება. სტიმულირების ზოგიერთი ღონისძიება დაჩქარებას საჭიროებს, ვინაიდან რიგ შეღავათებს, მაგ. უმუშევრობის დაზღვევას, ვადა მარტის შუა რიცხვებში ეწურება.

ფედერალური მთავრობა ასევე Paycheck Protection Program (PPP) სესხების უკეთესად გადანაწილებას ცდილობს. CNBC-ის მიხედვით, ოთხშაბათიდან ორი კვირის განმავლობაში იგი განაცხადებს მხოლოდ იმ ფირმებისგან მიიღებს, რომელთაც 20-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიხედვით, აშშ-ში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვია 500,000-ს უახლოვდება, ეს კი ამ მხრივ მეორე ადგილზე მყოფი ბრაზილიის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ამავე დროს, ქვეყანაში ინფექციის გავრცელებამ იკლო, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი კი, ზედიზედ 40 დღის განმავლობაში, 56,159-მდე შემცირდა. გასულ კვირაში, დღეში საშუალოდ 1,33 მლნ დოზის ადმინისტრირება ხდებოდა. ამ ტემპებით, როგორც Bloomberg იუწყება, მოსახლეობის 75%-ის ორი ვაქცინით დაფარვას 10 თვე დასჭირდება. დოქტორი ენტონი ფაუჩი მიიჩნევს, რომ ამერიკელებს შესაძლოა მომავალ წელს პირბადეების ტარება მოუწიოთ, თუმცა ქვეყანა 2021 წლის ბოლოს ,,ნორმალიზაციის მნიშვნელოვან ხარისხს" მიაღწევს.

ფედერალური რეზერვების შეფის გამოსვლა კონგრესში
მას შემდეგ, რაც სტიმულირების წინადადება აშშ-ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება, დროებით ყველა მზერა კაპიტოლიუმის ბორცვზე ფედერალური რეზერვების თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის ჩვენებებს მიეპყრობა, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ პირველად გაიმართება. ის დღეს სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე ნახევარი წლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით წარდგება, ოთხშაბათს კი პალატის ფინანსური მომსახურების კომიტეტის სხდომას დაესწრება.

იგი სავარაუდოდ შეეხება სტიმულირების პაკეტს, ობლიგაციების ყიდვას, საპროცენტო განაკვეთებს და ამერიკული სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდას, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური აღდგენისა და მოსალოდნელი ინფლაციის საკითხში. ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო განაკვეთების სამომავლო ზრდის მაჩვენებლები და ვაქცინაციის ზრდასთან დაკავშირებულ ამბებია. ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს, თუ როგორ ზეწოლას განიცდიდა აშშ-ს საფონდო ბირჟა ბოლო თვის განმავლობაში სახაზინო შემოსავლების მატების გამო.

$220 მლრდ

Janus Henderson-ის ანგარიშის თანახმად, 2020 წლის აპრილიდან დეკემბრამდე ამდენი შეადგინა მთლიანი სააქციო დივიდენდის შემცირებამ და გაუქმებამ მთელ მსოფლიოში. მხოლოდ ბანკებმა $70 მლრდ, ანუ მთლიანი გადასახდელების 30% დაითვალეს, ხოლო რეგიონის მიხედვით, ბრიტანეთსა და ევროკავშირზე ბანკის დივიდენდებზე სამთავრობო შეზღუდვების გამო 50% მოდიოდა.

საერთო ჯამში, გლობალური ანაზღაურებები 2020 წელს 12,2%-ით, $1,255 ტრლნ-მდე შემცირდა, ყველაზე მეტად კი ბანკების, ნავთობის, სამთო და მომხმარებელთა დისკრეციული კომპანიების სექტორები დაზარალდნენ. საბაზრო კაპიტალიზაციით მოწინავე 1200 ფირმიდან, რომლებიც დივიდენდებს იხდიან, 8-ში საშუალოდ ერთმა საერთოდ გააუქმა ანაზღაურების პაკეტი, მეხუთედმა კი შეკვეცა,  ორი მესამედმა კი მომატება, ან მყარად დარჩენა მოახერხა. ისეთი აქციები, როგორიცაა სურსათის საცალო ვაჭრობა, წამლები და პირადი პროდუქტები, კარგად იყო დაზღვეული. ჩრდილოეთი ამერიკა, მსოფლიო დივიდენდების უდიდესი წყარო, ერთადერთი რეგიონი იყო, რომელმაც გასულ წელს, ყველაზე დიდი ფირმების ფარგლებში 2.6%-იანი ზრდა ($549 მლნ-მდე) ნახა.

მე-4 კვარტალში მოსალოდნელზე ნაკლები, 9.4%-იანი ვარდნის შემდეგ, ანგარიშის ავტორები დივიდენდების აღდგენის დასაწყისს მიმდინარე წლის აპრილში პროგნოზირებენ: ,,ჩვენი საუკეთესო სცენარის მიხედვით, 2021 წელს დივიდენდები 2%-ით, $1,32 ტრლნ-მდე იმატებს. ეს მოიცავს პირველ კვარტალსაც, რომელშიც ვარდნა გაგრძელდება. ყველაზე ცუდ ვარიანტში კი, იგი დაახლოებით 3%-ით შემცირდება’’.