"სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ჩამოიშორებს მისი საქმიანობას ამ შეფასებას"
"სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ჩამოიშორებს მისი საქმიანობას ამ შეფასებას"

A+ A-

18:49 23/02/2021

სჯობს ნინო ლომჯარიამ თავი დაანებოს ემოციურ შეძახილებს და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა აკავებდნენ და გადააჭარბა თუ არა ძალას პოლიციამ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მაგრამ რა არის სამარცხვინო, მე უკეთ ვიცი. სამარცხვინოა, როდესაც ადამიანებს დედას აგინებენ პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტს ამკობენ ისეთი სიტყვებით, რომელიც გამოწვევაა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის და სახალხო დამცველი დუმს. სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ჩამოიშორებს მისი საქმიანობას ამ შეფასებას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„იმაზე სამარცხვინო არაფერი შეიძლება მომხდარიყო საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, დღეს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.