„ვიდრე არჩევნების მეორე ტური არ გამოცხადდა, არ აინტერესებდა ზურაბიშვილს კანაფის ამბები?“
„ვიდრე არჩევნების მეორე ტური არ გამოცხადდა, არ აინტერესებდა ზურაბიშვილს კანაფის ამბები?“

A+ A-

14:59 02/11/2018

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევას სოციალური ქსელით ეხმაურება. როგორც ცოტნე გასახურდია წერს, ხელისუფლება არჩევნებს რომ წააგებს, მაშინ ახსენდება კარგი საქმის გაკეთება.

„სანამ არჩევნების მეორე ტური არ გამოცხადდა, მანამდე არ აინტერესებდა სალომე ზურაბიშვილს კანაფის ამბები? ან აქამდე რომ ჭიპგადმოგდებული ხაოდა ეს კულულებიანი ბეკეკა - არ გავიტანთ, არაო, დაგვავიწყდა, ჰგონიათ... აი, არჩევნებს რომ წააგებენ, მერე რამდენი კარგი საქმის გაკეთება გაახსენდებათ, ნახეთ მაშინ,”- წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პატრიაქრს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტი გაწვეულია.