რკინიგზა მუშაობას ორ დღეში განაახლებს
რკინიგზა მუშაობას ორ დღეში განაახლებს

A+ A-

13:26 25/02/2021

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზა ორ დღეში განაახლებს მუშაობას.

"დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნა. საქართველოს რკინიგზაც ორ დღეში, პრაქტიკულად, განაახლებს მუშაობას. გარკვეული 1-2 დღიანი მომზადება დასჭირდა და განაახლებს მარშრუტებს და განრიგს გამოაცხადებს. მთავარია ეს დადებითი ტალღა შენარჩუნდეს", - განაცხადა თურნავამ.

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების ნაწილი დღეიდან, 25 თებერვლიდან ეტაპობრივად შემსუბუქდება.