"მისი გარდაცვალების ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია"

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ახალგაზრდა კოლეგისა და მეგობრის ქეთევან გიორგიშვილის გარდაცვალების შესახებ წერს და გარდაცვლილის ახლობლებს უსამძიმრებს.
"ძალიან მიჭირს დაწერა. სამაგალითო, გენიოსი გოგო, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გერმანული ენათმაცნიერების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე, პიანისტი, ეროვნული პარლამენტის წარმომადგენელი! და კიდევ რამდენი...
ღვთისნიერი, უმანკო, ანგელოზი! Qetevan Giorgishvili-ს გარდაცვალების ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია. ძალიან ვწუხვარ, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ეს სასტიკი განსაცდელია", - წერს კუბლაშვილი.
ახალგაზრდა ქალი გუშინ მეცამეტე სართულიდან, სავარაუდოდ, გადმოვარდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.