ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა
ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა

A+ A-

21:20 25/02/2021

"ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ის დამატებით კვლევებს გადის.

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. მომხდარს შეესწრო ტელეწამყვანის მცირეწლოვანი შვილი. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს.

ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.