"დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა"
"დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა"

A+ A-

21:47 25/02/2021

კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს.

„მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.