"ამ მსვლელობის მიზანია, ქვეყნის მომავლისთვის უაღრესად საშიში ხელისუფლების ჩამოცილება ძალაუფლებიდან მშვიდობიანად"
"ამ მსვლელობის მიზანია, ქვეყნის მომავლისთვის უაღრესად საშიში ხელისუფლების ჩამოცილება ძალაუფლებიდან მშვიდობიანად"

A+ A-

13:47 26/02/2021

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლების ღელვა ამ აქციებისა და საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე ნორნალურია, მაგრამ არასაკმარისი.

მისივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, არ დაკმაყოფილდება.

"ამ მსვლელობის, ისევე როგორც ყველა მწვავე, მაგრამ მშვიდობიანი აქციის მიზანი არის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უაღრესად საშიში ხელისუფლების ჩამოცილება ძალაუფლებიდან მშვიდობიანად, არჩევნების გზით. ამის მისაღწევად საჭიროა მზარდი, განგრძობადი და თუ საჭირო გახდა ყოვლისმომცველი პროტესტი ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო თავისუფალი სამყაროს ზეწოლა ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად. საერთაშორისო ზეწოლაზე ვხედავთ ზვავს, ისეთს, როგორიც არასდროს გვინახავს და ეს ბუნებრივიცაა. ახლა გვჭირდება, ამ პროესტის მიყვანა ბოლომდე, რომ გონს მოვიდეს ივანიშვილის რეჟიმი, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, რურუა და მელია, რომელიც სამარცხვინოდ დააკავეს. შეწყვიტონ პოლიტპატიმრების დევნა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, შემდეგ კი შეეგუოს ქართველი ხალხის ნებას. არასაკმარისი დოზით ნერვიულობს ივანიშვილი, ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, რომ დროზე უნდა დათანხმდეს ქართველი ხალხის ნებას და რომ გააცნობიერებს, გამოუშვებს ყველას და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს. მანამდე, მზარდი პროტესტი ყველა ლეგიტუმური ფორმით და საერთაშორისო ზეწოლა გაგრძელდება"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აქცია-მსვლელობა, ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით, უკვე დაიწყო. ოპოზიცია პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას მალე სამოქმედო გეგმას გააცნობს.