"დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნები არ გადაისინჯება"
"დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნები არ გადაისინჯება"

A+ A-

14:47 26/02/2021

პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციის ერთიანი მიმართვა გააცნო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ კრიზისის განსამუხტად და პროცესის მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ახალი არჩევნები ჩაინიშნოს.

"დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. საპარლამენტო არჩევნების გაყალებების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრების და ოპოზიციური პარტიის შტურმით აღების შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა. ივანიშილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლდო რუსეთს, ოკუპანტს, რომლის ამოცანა ჩვენი სუვერენიტეტის დამხობაა.

ამ კრიზისის განსამუხტად და პროცესების მშვიდობიან კალაპოტში დასაბრუნებლად აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება, და ახალი საპარლამენტო არჩვნების დანიშვნა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას შემუშავებულ საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.

ესაა საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა და ეს პოზიცია არ გადაისინჯება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ახლა რეალურ ცვლილებებს არ აპირებენ, ეს ცვლილებები უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტით მიიღწევა.