"მთავრობის კანცელარია არის დღეს მთავარი უტვინობის და ბოროტების სიმბოლო, ჩვენი ვალია, მივიდეთ იქ"
"მთავრობის კანცელარია არის დღეს მთავარი უტვინობის და ბოროტების სიმბოლო, ჩვენი ვალია, მივიდეთ იქ"

A+ A-

15:19 26/02/2021

ბრძოლა თავისუფლებისთვის იწყება - ასე მიმართა შეკრებილებს "ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და პროტესტს გააგრძელებენ.

"მთავრობის კანცელარია არის დღეს მთავარი უტვინობისა და ბოროტების სიმბოლო, ამიტომ ჩვენი ვალია, მივიდეთ იქ, ისევე როგორც ეს უტვინო მოვიდა ჩვენთან, დაგვარბია და ქვეყანა ჩააგდო უფსკრულში და წარსულში. როდესაც ჩვენ გადავინაცვლებთ კანცელარიასთან, აქ, ჩვენი თანამებრძოლებისხვადასხვა ქალაქიდან, სხვადასხვა პარტიებიდან, გაშლიან კარვებს და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, შემოურთდეს უწყვეტ პროტესტს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით დამთავრდება. ამავე დროს, პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, უკვე კეთდება სცენა, ჩვენი შეკრების მიზანი არის ერთი სიტყვა: ბრძოლა თავისუფლებისთვის. ჩვენ ვამბობთ სიტყვებს თავისუფლებისთვის, ჩვენი მეგობრები იმღებენ და იქნება მუსიკა თავისუფლებისთვის. ყოველი სიტყვა, ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი ბიძგი იქნება მხოლოდ ერთი მიზნით: თავისუფლება პოლიტპატიმრებს და თავისუფლება ქვეყანას.

უკვე დაიწყო მოძრაობა პოლიციამ, რადგან არ იცოდნენ რომ კანცელარიასთან მივიდვართ. მივალთ, ინერვიულონ, ჩვენ ვართ მშვიდნი, ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას და ჩვენი გზა მიდის გამარჯვებისკენ"-განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციამ დღეს რამდენიმე მასშტაბური აქცია -მსვლელობა კიდევ დაანონსა.